თიროსური ფხვნილი / Tyrosur
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: ენგელგარდ არცნაიმიტელი
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: ფხვნილი პოლიმერულ ფლაკონში 5გ ან 20გ
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
წამლის ფორმა : ადგილობრივი გამოყენების ფხვნილი
შემადგენლობა :
ფხვნილის 1 გ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება - 1 მგ ტიროთრიცინს;
დამხმარენივთიერებები – ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 6000, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
აღწერილობა : თეთრი, ფხვიერი ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტიროთრიცინი სხვადასხვა ანტიბაქტერიული აქტივობის მქონე ციკლური და ხაზოვანი პოლიპეპტიდების ნაერთია და ანაერობული სპორისშემქნელების Bacillus brevis ენდოტოქსინია. ეს ნაერთი შეიცავს 70-80%-მდე ტიროციდინებს (ძირითადი ციკლური დეკანოპეპტიდები) და 20-30%-მდე გრამიციდინებს (ნეიტრალური ხაზოვანი პენტადეკაპეპტიდები).
ძირითადად აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების Staphylococcus aureus (მეთილ-რეზისტენტული და მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Staph. aureus MSSA, Staph. aureus MRSA, Staph. Haemolyticus, Strep. Pyogenes,Strep. Viridans, Enterococcus faecalis, Diplococcus pneumoniae, Corynebact.spp, Neisseria meningitides და Neisseria gonorrhoeae-ს ზოგიერთი შტამის, ტრიქომონადის და აგრეთვე ზოგი გრამუარყოფითი ბაქტერიების და სოკოს ზოგიერთი სახეობის, Candida-ს ჩათვლით, მიმართ.
ტიროთრიცინი ავლენს დოზაზე დამოკიდებულ ბაქტერიოსტატიკურ და ბაქტერიციდულ მოქმედებას ისეთ მიკროორგანიზმებზე როგორიცაა Clostridium.
ტიროთრიცინის მოქმედება ხორციელდება ბაქტერიული უჯრედებიდან ისეთი ნივთიერებების გამოყოფის, როგორცაა აზოტი და ფოსფატები, მეშვეოობით. კატიონური დეტერგენტების მსგავსად ტიროციდინი ანადგურებს ბაქტერიული უჯრედების მემბრანებს. ტიროთრიცინის ბაქტერიციდული ეფექტი განპირობებულია ბაქტერიის უჯრედის კედელზე პირდაპირი ზემოქმედებით, რომელიც თრგუნავს უჯრედების ზრდას და გაყოფას.
ამის გარდა, გრამიციდინები ბაქტერიის უჯრედის მემბრანაში ქმნიან კატიონურ არხებს, შედეგად ისინი კარგავენ კალიუმს და საბოლოოდ იცვლება იონების კონცენტრაცია და ხორციელდება ციტოლიზი.
ესეთი კომპონენტი, როგორიცაა გრამიციდინი შემდგომში არღვევს ფოსფორილირების პროცესებს უჯრედოვანი სუნთქვის ჯაჭვში.
სისტემური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ტიროთრიცინის განსაკუთრებული მექანიზმის გამო, არ წარმოიქმნება ჯვარედინი რეზისტენტობა.
ჭრილობის ფსკერის გასუფთავების მეშვეობით პრეპარატი აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს და აგრეთვე ასტიმულირებს გრანულირების და ეპიტელიზაციის პროცესების.
გამოყენების ჩვენებები
მცირე ზედაპირული და შედარებით მშრალი ჭრილობების დროს, ტიროთრიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული სუპერინფექციის არსებობისას.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს გამოყენება
ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატს გამოიყენებენ მხოლოდ ექიმის მიერ დედისთვის სარგებელის/ნაყოფისთვის (ბავშვისთვის) რისკის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ.
მიღების წესი და დოზები
კანის დაზიანებულ უბნებზე მოაყარეთ ფხვნილის თხელი ფენა 1-2-ჯერ დღეში, აუცილებლობისას შეიხვიეთ.
მკურნალობის ხანგრძლიობას ადგენენ ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენებები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა.
ჭარბი დოზირება
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება
ცნობილი არ არის.
სპეციალური მითითებები
საჭიროებისას შესაძლებელიია თიროზურის ფხვნილის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ბავშვებში.
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ლაქტოზას მონოჰიდრატს.
გამოშვების ფორმა
5 გ ან 20 გ ფხვნილი პოლიმერულ ფლაკონში; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწდომელ ადგილას.