Plasmon
ულგასიმი / Ulgasim


შემადგენლობა:

სიმეტიკონი 240 მგ

კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)

არ შეიცავს შაქარს.

ჩვენებები:

ულგასიმი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებასთან დაკავშირებული ბოყინის, სისავსის შეგრძნების, შებერილობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს.

მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევებისთვის მზადებისას გამოსახულების ხარისხის გასაუმჯობესებლად.


მიღების წესი:

ულგასიმის მიღება უნდა მოხდეს პერორალურად, ჭამის წინ ან შემდეგ,  საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (მაგ: 1 ჭიქა წყალი).

პროდუქტის გამოყენების დროს არ არის რეკომენდებული გაზიანი სასმელების მიღება.

მოზრდილები: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში.

სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისთვის მოსამზადებლად:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 1 კაფსულა საღამოს გამოკვლევის წინა დღეს და დიაგნოსტიკური გამოკვლევის დღეს დილით 1 კაფსულა უზმოზე.

ულგასიმის გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში.  

გვერდითი ეფექტები:

არ აღინიშნება

განსაკუთრებული მითითებები

არ გამოიყენოთ ულგასიმი:

თუ თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე სიმეტიკონის ან პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
თუ არის ეჭვი ან დადასტურებულია კუჭ-ნაწლავის პერფორაცია ან ობსტრუქცია

სიმეტიკონმა შეიძლება შეამციროს მედიკამენტების ბიოშეღწევადობა.  სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია დაიცვათ პრეპარატების მიღებებს შორის ერთსაათიანი შუალედი

თუ სიმპტომები დიდხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს.

ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე;

მოარიდეთ ბავშვებს;

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

სად შევიძინოთ?