ულტრაბიოტიკი EQUILIBRE 8 მილიარდი შტამი / Ultrabiotique #16 Equilibre
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Vitavea
- მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #16
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
![](https://vidal.ge/assets/new/images/ads/BIOXINE Vidal 2000-240.jpg)
შემადგენლობა:
Lactobacillus acidophilus; Bifidobacterium lactis; Lactobacillus plantarum; Bifidobacterium breve.
გამოყენების რეკომენდაცია:
გამოიყენება ნაწლავის ნორმალური ფლორის შესანარჩუნებლად; ნაწლავთა დისბიოზი და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად ან მის შემდეგ; ალერგიული დაავადებების დროს კომპლექსურ თერაპიაში.
ჩვენება:
ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, ნაწლავური ინფექცია, მოგზაურთა დიარეის პროფილაქტიკა და მკურნალობა, აუმჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას.
მიღების წესი და დოზირება:
საკვების მიღებამდე 5-10 წუთით ადრე 1 ჯერ დღეში, 8 დღე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გაგრძელება 3 თვემდე.
დოზირება: 0-დან 1 წლამდე: 0,5 კაფსულა დღეში.
1-დან 6 წლამდე: 1 კაფსულა დღეში.
6 წლის ზემოთ: 2 ლაფსულა დღეში.
შენახვის წესი:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.