ულტრაბიოტიკი ინფანტილი / Ultrabiotique - Infantile
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Vitavea
- მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
- გამოშვების ფორმა: პაკეტი №7
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა:
ვიტამინი A: 120 მკგ (15% VNR*)
ვიტამინი D: 3,75 მკგ (75% VNR*)
პრობიოტიკბი: 6 მილიარდი d'UFC**
Bifidobacterium lactis
Lactobacillus rhamnosus
აღწერა:
რძის ფერმენტების ორი ბაქტერიული შტამის სინერგიული კავშირი, რომელიც ადაპტირებულია როგორც შემადგენლობით, ასევე დოზირებით ბავშვთა ასაკის ნაწლავურ ფლორაზე.
სამეცნიერო კვლევებით შესწავლილი შტამები, რომლებიც აუცილებელია ბავშთა ასაკში კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ბავშვი თავისი განვითარების პროცესში თანდათან აყალიბებს ნაწლავურ ფლორას დივერსიფიცირებულ მიკროორგანიზმების ახალი კოლონიების წყალობით, რომლებიც სახლდებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე. ამ მიკროორგანიზმების უმრავლესობა აუცილებელია არა მხოლოდ ტრანზიტისთვის და საჭმლის მონელებისთვის, ასევე იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის.
ბავშვთა ასაკში ბევრმა ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუშალოს ფლორის სწორ განვითარებას (მკურნალობა, გაუწონასწორებელი კვება, ინფექციური დაავადებები, სტრესი და ა.შ.).
ულტრაბიოტიკი ინფანიტილის შემადგენლობა სრლყოფილადაა ადაპტირებული პატარებისთვის, რადგან ის აერთიანებს პრობიოტიკებს, ვიტამინ D3-სა და A ვიტამინს. პრეპარატი უზრუნველყოფს შეინარჩუნოს ნაწლავის ფლორის წონასწორობა და ბუნებრივად მხარი დაუჭიროს იმუნური სტატუსის გაძლიერებას.
ჩვენება:
შეკრულობა, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავის ფლორის ბალანსის შენარჩუნება.
დოზირება:
3 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის რეკომენდაციით.
1 საშეტი დღეში, მიიღება 7 დღე.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას.