ულტრადაიჯესტი აციდი / Ultradigest
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ანტაციდური საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Vitavea
- მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
- გამოშვების ფორმა: საღეჭი ტაბლეტი №14
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ულტრაბიოტიკი მჟავიანობა
შემადგენლობა:
მაშმელოუს ექსტრაქტი: 300 მგ;
კალციუმის კარბონატი: 540,6 მგ;
მაგნიუმის კარბონატი: 375 მგ;
ვიტამინი B3: 16 მგ (100% NRV*),
თუთიის ციტრატი: 9,6 მგ
აღწერა:
საკვები დანამატი, რომელიც შედგება ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტებისგან, ხელს უწყობს კუჭის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებას.
შემადგენლობაში არსებული მინერალური მარილები და თუთია მოქმედებს კუჭის მჟავას ჰიპერსეკრეციაზე.
მაშმელოუ და ვიტამინი B3 ამშვიდებს ლორწოვან გარსს.
ნატრიუმის ალგინატი კი შემოგარსავს ლორწოვანს და ამცირებს რეფლუქსის რაოდენობას.
მომხმარებლთა 96 % აღნიშნავს მკურნალობის სწრაფ შედეგს.
ჩვენება:
კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობასთან და რეფლუქს-ეზოფაგიტთან დაკავშირებული სიმპტომები: გულძმარვა, ბოყინი, კუჭის არეში პერიოდული ტკივილები, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრულ მიდამოში, მეტეორიზმი, დისპეფსია.
დოზირება:
12 წლის ზემოთ, 1 საღეჭი ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, მიიღება 7 დღე.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას.