Plasmon
უნკასტიმი (ნატუროპათი) / UNCASTIM (naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: GUNA
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ დოზატორით
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

Uncastim – კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი, მცენარეული
და მინერალური ჰომეოპათიური კომპონენტების რაციონალური
და ზუსტი კომბინაცია. სუის-ორგანულ, შუალედურ კატალიზატორებთან,
ოლიგოელემენტებთან და ნოზოდებთან ერთად განაპირობებს
პრეპარატის ეფექტურობას მორეციდივე ბაქტერიული და
ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს.
განსაკუთრებით ეფექტურია ლიმფური სისტემის პათოლოგიის
მქონე პაციენტებში.
Uncastim აღწევს კომპლექსურ თერაპიულ მოქმედებას - იმუნური
სტიმულაციის (დაკავშირებულია ისეთ მცენარეულ კომპონენტებთან,
როგორიცაა Uncaria tormentosa, Echinacea angustifolia
და  purpurea, Vincetoxicum, და ისეთ ორგანულ კომპონენტებთან,
როგორიცაა Splen suis, Lymphatic ganglia suis, Thymus suis, Medulla
ossis suis), დაავადებების სეპტიკური გართულებების კონტოლის
(Hepar sulphuris, Pyrogenium), მეზენქიმის დრენაჟის (Galium aparine,
Pulsatilla, Silicea, Phytolacca, Sulphur), ფერმენტული აქტივობის აღდგენის
(Ac. succinicum, Ac. fumaricum, Ac. malicum, Natrium pyruvicum,
Chinhydron) და კატალიზური სტიმულაციის (Manganese და Cuprum) გზით.
მოცემული ჰომეოფარმაკოლოგიური სტრუქტურის გათვალისწინებით,
პრეპარატი უკუნაჩვენებია აქტიურ ფაზაში მყოფი აუტოიმუნური
პათოლოგიების და მწვავე ცხელების შემთხვევაში.
 
შემადგენლობა
Uncaria tormentosa D4, Echinacea angustifolia D4, Echinacea purpurea
D4, Phytolacca D6, Silicea D6, Hepar sulphuris D6, Pyrogenium
D6, Galium aparine D4, Pulsatilla D6, Vincetoxicum D4, Sulphur
met. D6, Colon suis D6, Thymus suis D6, Lymphatic ganglia suis D6,
Splen suis D6, Hepar suis D6, Medulla ossis suis D6, Hypothalamus
suis D12, Corpus pinealis suis D12, Ac. succinicum D4, Ac. fumaricum
D4, Ac. malicum D6, Natrium Pyruvicum D6, Chinhydron D12,
Manganese D4, Cuprum D4. Seicavs spirts (30%).
 
ჩვენებები
სხვადასხვა წარმოშობის იმუნოდეფიციტი. ქრონიკული მორეციდივე
ვირუსული დაავადებები. სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციები
ლიმფური სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტებში.
დაბალი ხარისხის უცნობი ეტიოლოგიის ცხელება.
 
შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური
მიღებისათვის. 30-50 წვეთი სამჯერ დღეში, ორი თვის განმავლობა-
ში. მიღების დაწყება უმჯობესია დღეში 150 წვეთიდან მკურნალობის
პირველი 20 დღის განმავლობაში, შემდეგ კი დღეში 90 წვეთი.
3 წლამდე ბავშვები: მოზრდილთა დოზის 1/3
3-დან 6 წლამდე ბავშვები: მოზრდილთა დოზის 1/2
ნაწლავების დისბაქტერიოზის ან სოკოვან ინვაზიებთან ასოცირებული
იმუნოდეფიციტების დროს რეკომენდებულია Eუბიოფლორ-თან
და Micox-თან ერთდროული მიღება.
სად შევიძინოთ?