Nuk
ურინონ D / URINON D

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Cranbarry (Vaccinium macrocarpon)
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

საინტერესო და აუცილებელი...
განსაკუთრებით ქალბატონებისთვის!
 
სტატისტიკური მონაცემებით, ცისტიტი ქალებში გაცილებით ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ცისტიტი შარდის ბუშტის კედელში, უპირატესად - მის ლორწოვან გარსზე მიმდინარე ინფექციურ-ალერგიული პროცესია, რომელსაც თან ახლავს მეტად შემაწუხებელი კლინიკური სიმპტომები:
გახშირებული შარდვა (ნორმაა დღეში დაახლოებით 4-ჯერ);
ჭინთვები მოშარდვის სურვილით, რასაც თან სდევს მცირე რაოდენობით სითხის გამოყოფა; 
მტკივნეული შარდვა;
ღამის ან ადრიანი დილის შეუკავებელი ჭინთვა;
საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება, ხშირად - ძლიერი, რომლის დახასიათება ძნელია;
შარდსადინარის შეკუმშვის შეგრძნება;
შარდის უსიამოვნო სუნი;
მუქი ფერის ან ფერშეცვლილი შარდი (თუმცა ასეთი რამ მოსალოდნელია ანთების გარეშეც, თუ ფერადი პროდუქტი, მაგალითად, ჭარხალი მიირთვით); 
შარდვის გაძნელება;
მუცლის ქვემოთ ყრუ ტკივილი;
ნევროზული მდგომარეობა.
 
შესაძლებელია:
სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო ან მნიშვნელოვანი მომატება;
მოშარდვის შემდეგ სისხლის წვეთები;
ჩირქოვანი გამონადენი ურეთრიდან;
ტკივილის შეგრძნება წელის მიდამოში.
 
ევროფარმა ჯორჯია გთავაზობთ საშარდე გზების საპროფილაქტიკო და სამკურნალო მცენარეულ საშუალებას - ურინონს, რბილი ჟელატინის კაფსულების სახით!
 
1 რბილი კაფსულა შეიცავს 200 მგ. შტოშის მშრალ ექსტრაქტს.
 
ურინონი ეფექტურად დაიცავს თქვენს საშარდე სისტემას!
ურინონი - გამოიყენება ცისტიტის არამხოლოდ სამკურნალოდ, არამედ საპროფილაქტიკოდ!
ურინონი  -  უნიკალური მცენარეული პრეპარატია, რომლის ეფექტს პაციენტი ამჩნევს მიღების პირველივე დღეებიდან!
ურინონი შეიცავს კომპონენტს შტოშის ექსტრაქტს.
შტოშის ექსტრაქტი აინჰიბირებს  ბაქტერიების ადჰეზიის უნარს უროეპითელურ უჯრედებზე, შარდის ბუშტის ეპითელიუმზე წარმოქმნის  დამცავ გარსს, ბაქრეტია ვეღარ უმაგრდება ეპითელიუმს და გამოიყოფა შარდთან ერთად.
 
ურინონი გამოირჩევა ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედებით, უზრუნველყოფს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას!
ურინონს გააჩნია ძლიერი სპაზმოლიზური და ანტიოქსიდანტური მოქმედება!
ურინონი აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას, აქვს გამოხატული შარდმდენი მოქმედება!
ურინონი აღადგენს ნორმალურ მიკროფლორას და ეფექტურად გამოიყენება ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში!
ურინონს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები
ურინონი სრულიად უსაფრთხოა, ინიშნება ორსულებსა და ბავშვებში - რვა წლის ასაკიდან!
 
ურინონი - მოიკითხეთ ნებისმიერ აფთიაქში!
 
ურინონი - 35%-იანი ფასდაკლებით შეიძინეთ აფთიაქ ,,ფარმალექსში“.
მისამართი: კალოუბნის ქ. #6
ტელ.: 2 73 05 73.

სად შევიძინოთ?