Plasmon
ურო-კომპლექსი / Uro-complex

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Olimp Labs
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: ჟელატინისებური კაფსულა # 15
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

52.6% შტოშის ექსტრაქტი, 10.9% შვიტა (მინდვრის შვიტა), 7.3% მწვანე ჩაის ექსტრაქტი, 3.6% ჭინჭრის ექსტრაქტი, 3.6% შვრიის ექსტრაქტი.

ურო -კომპლექსი უზრუნველყოფს უროგენული ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს პათოგენური მიკროორგანიზმების რაოდენობას საშარდე სისტემაში, იცავს მას განმეორებითი ინფექციებისაგან .

პრეპარატი შედგება ხუთი კომპონენტისგან.
ერთი კაფსულა შეიცავს:
შტოშის ექსტრაქტს 360 მგ, რომელშიც10% -ია პროანტოციანიდი (PAC)-36 მგ
შვიტას ექსტრაქტს 75 მგ
მწვანე ჩაის ექსტრაქტს 75 მგ
ჭინჭრის ექსტრაქტს 25 მგ
შვრიის ექსტრაქტს 25 მგ

პროანტოცინიდი (PAC)- ხელს უშლის პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას და ადჰეზიას უროთელიუმზე.
შტოშის ექსტრაქტი ბუნებრივ  ანტიბიოტიკად მიიჩნევა.იგი ანადგურებს პათოლოგიურ ბაქტერიებს და იცავს საშარდე სისტემას რეინფექციებისაგან.

მწვანე ჩაის ექსტრაქტი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია,კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე E და C ვიტამინი. ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან გათავისუფლებაში და საშარდე სისტემას ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში.

ჭინჭრის და შვიტის ექსტრაქტი ასუფთავებს საშარდე სისტემას და ეხმარება მას ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში. აქვს შარდმდენი ეფექტი, რაც აუმჯობესებს თირკმლის ექსკრეტორულ ფუნქციას, განაპირობებს ტოქსინებისა და პათოლოგიური ბაქტერიების სწრაფ დ ადვილ გამოდევნას ორგანიზმიდან.

შვრიის ექსტრაქტი (შეიცავს 7% ფლავონოიდებს) შვიტასთან ერთად იცავს საშარდე სისტემას კრისტალების  წარმოქნისგან, აღადგენს საშარდე სისტემის ფუნქციის დარღვევით გამოწვეულ შემაწუხებელ და დისკომფორტის სიმპტომებს. აქვს დადებითი მოქმედება სისხლძარღვებზე.

ჩვენებები:

საშარდე სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
საშარდე სისტემის პრობლემებისას

საშარდე სისტემის განმეორებითი ინფექციების პროფილაქტიკისათვის

საშარდე სისტემის ინფექციების განვითარების რისკის გაზრდისას

 

მიღების წესი და დოზირება: 

ერთი კაფსულა ერთხელ დღეში ჭამის დროს დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. 

არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას.

გამოშვების ფორმა:

ჟელატინისებური კაფსულა # 15

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება მშრალ და გრილ ადგილას. არ გამოიყენოთ პროდუქტი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?