Plasmon
უროსანი / UROSAN


შემადგენლობა

უროსანის თითოეული კაფსულა შეიცავს: 

შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი (Vაცცინიუმ მაცროცარპონ) 300 მგ;

ოქროწკეპლას ბალახის ექსტრაქტი (შოლიდაგო ვირგაურეა) 40 მგ;

ექინაცეის ბალახის ექსტრაქტი (Eცჰინაცეა პურპურეა) 25 მგ;

დათვის კენკრას ნაყოფის ექსტრაქტი (Aრცტოსტაპჰყლოს უვა-ურსი) 25 მგ;

 

უროსანი -  არის მცენარეული ექსტრაქტების დაბალანსებული კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს შარდის ბუშტის ფუნქციონირებას, პროფილაქტიკურად მოქმედებს შარდის ბუშტის ანთების დროს და ხელს უწყობს ორგანიზმის მდგრადი იმუნურ სისტემის შენარჩუნებას.

როგორ მოქმედებს შტოში

ერთი კაფსულის შემადგენლობაში შედის 300 მგ შტოშის ექსტრაქტი, რომელიც ხელს უშლის შარდის ბუშტის ინფექციის განვითარებას. უმრავლეს შემთხვევაში, შარდის ბუშტის ინფექციების 90% გამოწვეულია E.ცოლი ბაქტერიით, რომელიც შარდის ბუშტში ხვდება ნაწლავიდან. მითითებულ ბაქტერიას აქვს თავისებური ბუსუსები, რომლითაც ის ეჭიდება შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს, მრავლდება და იწვევს ანთებას. საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ თუ დროულად არ მოხდება შესაბამისი ზომების მიღება, ეს ბაქტერია ხვდება თირკმელებში და ახდენს უფრო სერიოზული დაავადებების პროვოცირებას. კომპლექსურმა ბიოქიმიურმა და უჯრედულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ შტოშში აღმოჩენილი ფლავონოიდური ჯგუფის ნაერთი – პროანტოციანიდინი – ეჭიდება E.ცოლი ბაქტერიის ბუსუსის დაბოლოებას და ამ გზით ხელს უშლის მის შეკავშირებას შარდის მილაკების ლორწოვან გარსთან. ამის გარეშე ბაქტერიას არ შეუძლია გამრავლება და გამოიდევნება საშარდე მილიდან შარდის ნაკადით. შტოში ასევე არის დიურეტიკი, ის არ გამოდევნის კალიუმს ორგანიზმიდან, რომელიც პასუხისმგებელია გულ-სისხლძარღვთა ფუნქციაზე. ამ ნაყოფში არის ბევრი რკინა და C ვიტამინი, რაც უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

როგორ მოქმედებს დათვის კენკრა

დათვის კენკრას ნაყოფის ექსტრაქტი ხელს უწყობს შარდის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას. დათვის კენკრას ნაყოფის შემადგენლობაში შედიან აქტიური ნივთიერებები ჰიდროქინონი და არბუტინი, რომლებიც ავლენენ ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ მოქმედებას, რაც მნიშვნელოვანია საშარდე გზების ინფექციების მკურნალობის დროს.

როგორ მოქმედებს ექინაცია

ექინაციას ბალახის ექსტრაქტი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ძლიერი იმუნიტეტი აუცილებელია შარდის ბუშტის ინფექციების თავიდან ასაცილებლად. ექინაცია – ეს არის სამკურნალო მცენარე, რომელსაც აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ვირუსების და ბაქტერიების მიმართ, ასევე აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის ფუნქციას.

როგორ მოქმედებს ოქროწკეპლა

ოქროწკეპლას ბალახის ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს მდგრადობა გარე გამღიზიანებლების მიმართ, როგორის არის ამინდის უეცარი ცვლილება. ოქროწკეპლა გამოიყენება შარდის ბუშტის და თირკმელების დავადებების სამკურნალოდ. ოქროწკეპლას ფლავონოიდები და საპონინები ზრდიან გლომერულურ ფილტრაციას და ასტიმულირებენ დიდი რაოდენობით წყლის გამოყოფას. ეს თვისება მნიშვნელოვანია შარდის ბუშტის ან საშარდე გზების ბაქტერიული ანთების დროს –შარდის გამოყოფის სტიმულირებით, ოქროწკეპლა ასტიმულირებს ბაქტერიების გამოყოფასაც საშარდე გზებიდან. რუტინი კი ეფექტურია კაპილარებისთვის.

 

ჩვენებები:

გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების, მათ შორის შარდის ბუშტის ანთების, პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით.

შარდის ბუშტის ანთება – ეს არის უსიამოვნო და დამღლელი მდგომარეობა. ის გამოიხატება მოშარდვის მუდმივი სურვილით, მაშინაც, როცა შარდის ბუშტი ცარიელია. ამ დროს შარდვა მტკივნეულია, შარდში შესაძლებელია გაჩნდეს სისხლი, ამას ასევე შესაძლებელია თან დაერთოს მუცლის ტკივილი. შარდის ბუშტის ანთების რისკი იზრდება გადაღლის, ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანების, იმუნიტეტის და ბაქტერიების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის დასუსტების შედეგად. ანთება უფრო ხშირად ვითარდება ქალებში, რადგან, ანატომიურად მათ აქვთ უფრო მოკლე ურეთრა, შედეგად, ანთება შესაძლებელია გადავიდეს ქრონიკულ სტადიაში.

სიმპტომები რომლებიც ახლავს თან შარდის ბუშტის ინფექციებს:

• ტკივილი და წვა შარდვის დროს

• ხშირი შარდვა

• ცხელება

• მუქი შარდი

• გულისრევა ან ღებინება მძიმე შემთხვევებში

• ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში

• სისხლი შარდში

• შარდის უსიამოვნო სუნი

 

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ, ჭიქა წყლის დაყოლებით.

 

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა შეფუთვაში.

სად შევიძინოთ?