შემადგენლობა
1 მლ შეიცავს Usnea barbata D1 – ლიქენების 1 მლ ხსნარს, HAB-ის 4ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი და 62%-იანი ეთანოლი
ჩვენება
– სისხლის გაზრდილი ნაკადით გამოწვეული თავის ტკივილი
– მზის დარტყმა
– ნაღვლის ბუშტის პრობლემები
– მძიმე მეტალების გამოდევნა ორგანიზმიდან
თვისებები
Usneabasan-ი არის ლიქენისაგან (Usnea barbata) დამზადებული მცენარეული ჰომეოპათიური პრეპარატი. მისი გამოყენების ძირითადი ადგილია თავის არე. ჰომეოპათიაში Usnea barbata ძველთაგან გამოიყენებოდა წამოხურებებთან დაკავშირებული თავის ტკივილების დროს. სიმპტომური სურათი, სახის წამოწითლების
გარდა, მოიცავს საფეთქლებში, თვალებსა და კეფის არეში დარტყმის ან მოჭერის შეგრძნებას
მიღების წესიდა დოზირება
მწვავე შემთხვევაში მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ საათში 2 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 12-ჯერ დღეში. ქრონიკული ფორმების დროს, ასევე დრენაჟისათვის: მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ალკოჰოლიზმისა და ღვიძლის დაავადებების დროს Usneabasan-ი, სპირიტს შემცველობის გამო, მიიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ მითითება პრეპარატი შეიცავს 70 % სპირტს (ეთანოლს)
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ, 30 მლ და 100 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში