შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0.2 გ Ustilago zeae D5-ს, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით. (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: 1.8 გ მყარი ცხიმი, ლაქტოზა
ჩვენება
საშვილოსნოს სისხლდენები, მემბრანოზული დისმენორეა, მენოპაუზის სინდრომი, მენორაგიები, მეტრორაგიები, მენსტრუაციასთან დაკავშირებული თავის ტკივილი, შაკიკი
თვისებები
Ustilago zeae – `სიმინდის ცეცხლი~ პარაზიტული სოკოა, რომელსაც სიმინდის მცენარის ყველა ნაწილის დასნებოვნება შეუძლია და ბუბონური ფორმის გაფართოებულ ნაწილებს წარმოქმნის. ეს უკანასკნელი სავსეა სპორებისაგან შემდგარი ფხვნილით. აღნიშნულ სოკოს განვითარების ძალიან რთული ციკლი აქვს, რომელიც
მიცელიუმისა და სპორების სხვადასხვა სტადიას მოიცავს და საფუარას მსგავსი ბაზიდომიცეტის იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს. პრეპარატი USTILAKEHL-ი მზადდება, პროფესორ ენდერლაინის მეთოდის მიხედვით, ამ სოკოს ზრდის საბოლოო ფორმებიდან. თვითონ სიმინდის მსგავსად, Ustilago zeae-ს სამკურნალო მიზნებისათვის გამოყენებაც ჩვენში პირველად ამერიკიდან შემოვიდა. ამერიკაში იგი, უპირველესად, ადგილობრივი მოსახლეობის ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა. საშვილოსნოზე `სიმინდის ცეცხლს~ ერგოტამინის მსგავსი ზემოქმედება ახასიათებს, რაც ძირითადად განაპირობებს პრეპარატის გამოყენებას.
მიღების წესი და დოზირება
1 სანთელი დღეში ერთხელ შეჰყავთ რექტალურად, ძილის წინ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითებები
შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
გამოშვების ფორმები
10 სანთელი შეფუთვაში