შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0,2 გ Bacillus subtilis M.U. 345*(DSN=5330)D6, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, 1.8 გ მყარი ცხიმი
ჩვენება
ქვემწვავე და ქრონიკული ანთებების იმუნომოდულაცია, ზოგადი სისუსტის მდგომარეობები, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სისუსტის დროს:
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტის სინდრომი, ნაწლავის ფუნქციური დარღვევები (ენტერიტი, ობსტიპაცია)
– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევები, ღვიძლის პარენქიმის დაზიანება
– კანის ქრონიკული დაავადებები (დერმატიტი და დერმატოზი), ორალური და პერიანალური ეგზემა
– ზოგადი იმუნომოდულაცია, განსაკუთრებით რევმატიული დავადებების დროს
თვისებები
მჟავისადმი მდგრადი Utilin-ი მიიღება Bacillus subtilis M.U.345*(DSM=5330)-ის მუდმივი ფორმის არაპათოგენური ბაცილებისაგან და წარმოადგენს რბილ გამაღიზიანებელ (არასპეციფიური იმუნიზაციის) პრეპარატს, რომელიც ტემპერატურის არსებით მომატებასა და ზოგად რეაქციებს არ იწვევს. უკვე მრავალი წელია, რაც Utilin-ი სამართლიანად გამოიყენება ორგანიზმის დაცვითი ძალების აქტივაციისათვის, უპირველესად კი რევმატიული ტიპის დაავადებების დროს. იმუნოლოგიური ტესტებით დადასტურდა
გრანულოციტების ფაგოციტური აქტივობის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო თ-ლიმფოციტების პროლიფერაციის ძლიერი მატება ადასტურებს, რომ Utilin-ი ეფექტური იმუნომოდულატორია.
მიღების წესი და დოზირება
1 სანთელი შეჰყავთ რექტალურად, ძილის წინ, კვირაში 1-3-ჯერ
გვერდითი მოქმედებები
Utilin-ი, ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, ანთებით ადგილას შესაძლოა გააქტივება აღინიშნოს, რომელიც დამოუკიდებლად სწრაფად გადის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ
არა გვერდით მოქმედებად, არამედ პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინებად.
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითება
იზოპათიურ თერაპიაში Utilin-ი ინიშნება გამაღიზიანებელი თერაპიის სახით ყველა პარატუბერკულოზური დაავადების დროს. გაამართლა Utilin-ისა და Recarcin-ის მონაცვლეობამ. Utilin-ი კარგად მოქმედებს ზღვრულზე დაბალი გმაღიზიანებელი დოზის დროსაც კი
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 10 სანთელი