შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Bacillus subtilis M.U. 345*(DSN=5330)-ის 1 მლ ხსნარს.
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენება
ქვემწვავე და ქრონიკული ანთებების იმუნომოდულაცია, ზოგადი სისუსტის მდგომარეობების, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სისუსტის დროს:
– ჯირკვლების ქვემწვავე და ქრონიკული ანთებები, ბაზედოვის დაავადება
– სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა პლევრიტი, ქრონიკული ბრონქიტი ან ასთმური ბრონქიტი
- შუა ყურის ანთება
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტის სინდრომი, ნაწლავის ფუნქციური დარღვევები (ენტერიტი, ობსტიპაცია)
– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევები, ღვიძლის პარენქიმის დაზიანება
– კანის ქრონიკული დაავადებები (დერმატიტი და დერმატოზი), ორალური და პერიანალური ეგზემა
– ზოგადი იმუნომოდულაცია, განსაკუთრებით რევმატიული დავადებების დროს
თვისებები
მჟავისადმი მდგრადი Utilin-ი მიიღება Bacillus subtilis M.U. 345*(DSM=5330)-ის მუდმივი ფორმის რაპათოგენური ბაცილებისაგან და წარმოადგენს რბილ გამაღიზიანებელ (არასპეციფიური იმუნიზაციის) პრეპარატს, რომელიც ტემპერატურის არსებით მომატებასა და ზოგად რეაქციებს არ იწვევს. უკვე მრავალი წელია, რაც Utilin-ი სამართლიანად გამოიყენება ორგანიზმის დაცვითი ძალების აქტივაციისათვის, უპირველესად კი რევმატიული ტიპის დაავადებების დროს. იმუნოლოგიური ტესტებით დადასტურდა
გრანულოციტების ფაგოციტური აქტივობის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო თ-ლიმფოციტების პროლიფერაციის ძლიერი მატება ადასტურებს, რომ Utilin-ი ეფექტური იმუნომოდულატორია.
მიღების წესი და დოზირება
დასალევად: 2-5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე
შესაზელად: 5-10 წვეთის შეზელვა 2-3-ჯერ კვირაში, მტკივნეულ ადგილზე ან იდაყვის ფოსოში.
გვერდითი მოქმედებები
Utilin-ი, ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, ინექციის ადგილას შესაძლოა ანთების კერების აქტივაცია აღინიშნოს, რომელიც დამოუკიდებლად და სწრაფად გადის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ არა გვერდით მოქმედებად, არამედ პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინებად.
უკუჩვენებები
არ შეიძლება ანთებად კანზე გამოყენება
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის. ზოგადი გამოცდილების შესაბამისად, ვაქცინების შეყვანის შემდეგ 4-კვირიანი ინტერვალი მაინც უნდა დავიცვათ. Utilin-ითა და იმუნოდეპრესანტებით ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა Utilin-ის მოქმედება შეასუსტოს.
მითითება
იზოპათიურ თერაპიაში Utilin-ი ინიშნება გამაღიზიანებელი თერაპიის სახით ყველა პარატუბერკულოზური დაავადების დროს. გაამართლა Utilin-ის და ღეცარცინ-ის მონაცვლეობით გამოყენებამ. Utilin-ი კარგად მოქმედებს ზღვრულზე დაბალი გამაღიზიანებელი დოზის დროსაც.
გამოშვების ფორმები
წვეთები 5 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში