Plasmon
უტილინ "ეს" D4 - D6 კაფსულები (ნატუროპათი) / Utilin "S" D4 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 5 კაფსულა
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Mycobacterium phlei F.U.36* (=DSN
4817) D4/D6 დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულის გარსი)
 
ჩვენება
ფილტვების ყველა ქრონიკული დაავადება. სუბფებრილური ტემპერატურით, ცხელებით, ღამით ოფლიანობით და სისუსტით მიმდინარე მდგომარეობების იმუნომოდულაციისათვის; ფილტვის და ფილტვგარე ტუბერკულოზი, როგორიცაა კისრის ლიმფური კვანძების, ხერხემლის, სახსრების, კანის, კონიუნქტივის ტუბერკულოზი;
მგლურა; მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა; კვანძოვანი ერითემა; სკროფულოდერმა; ნაწლავის, თირკმლის,
შარდის ბუშტის და გენიტალების ტუბერკულოზი; ლატენტური ტუბერკულოზის შემთხვევები.
 
თვისებები
იმუნოლოგიური ტესტებიდან ცნობილია, რომ Utilin `S~, ყველა სხვა მიკობაქტერიის მსგავსად, იმუნურ სისტემას თითქმის ყველა დონეზე ასტიმულირებს. გამომჟღავნდა გრანულოციტების ფაგოციტური აქტივობის მკვეთრი ზრდა. გარდა, ამისა თ-ლიმფოციტების პოპულაციის სტიმულაცია იწვევს ლიმფოკინების გაძლიერებულ გადმოსროლას. სიმსივნეზე დამთრგუნველი ზემოქმედება ემყარება ინტერფერონების ინდუქციის შედეგად ბუნებრივი ქილერების
აქტივობის მატებასა და, უპირველესად, სიმსივნის უჯრედების მიმართ გააქტიურებული მაკროფაგების ტოქსიურობას. დოზირება მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მკურნალობა ტარდება საშუალო დოზით, ყოველ 2 კვირაში მიიღება ერთი კაფსულა. როგორც წესი, იწყებენ D6 პოტენციით. რეაქციის არარსებობისას
ან სუსტი რეაქციის შემთხვევაში შეიძლება D4 პოტენციაზე გადასვლა და/ან კაფსულების მიღება ხანმოკლე ინტერვალებით – არაუმეტეს 1 კაფსულა კვირაში ორჯერ. ძლიერი რეაქციების დროს აუცილებელია D6-ზე გადასვლა.
 
მიღების წესი და დოზირება
კაფსულები მიიღება დილით უზმოზე, ცოტაოდენ წყალთან ერთად, ამის შემდეგ 3-4 საათის განმავლობაში საკვების და სითხის მიღებისაგან თავის შეკავებაა საჭირო. ქრონიკული დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა 6-დან 9 თვემდე ხანგრძლივობის თერაპია, რომლის შემდეგ კეთდება მრავალთვიანი შესვენება, იმუნური სისტემის ადაპტაციისათვის.
 
გვერდითი მოქმედებები
Utilin `S~, ზოგადად, კარგი ამტანობით გამოირჩევა. იშვიათად აღინიშნება ანთების კერების აქტივაცია, რაც თავისთავად სწრაფად გაივლის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ არა გვერდით მოქმედებად, არამედ უფრო პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინებად.
 
უკუჩვენებები 
ცნობილი არ არის
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის. ზოგადი გამოცდილების თანახმად, საჭიროა ვაქცინების შეყვანიდან, 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა. იმუნოდეპრესანტებითა და Utilin `S~-ით ერთდროული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა Utilin `S~-ის მოქმედება შესუსტდეს.
 
მითითება
იზოპათიურ თერაპიაში Utilin `S~ ინიშნება უპირველესად თავის არეში არსებული ყველა ქვემწვავე და ქრონიკული მორეციდივე ინფექციების დროს, გამაღიზიანებელი თერაპიის სახით. Utilin `S~-ის დანიშვნამდე და მასთან პარალელურად რეკომენდირებულია გაძლიერებული დრენაჟის და დეტოქსიკაციის კურსის დანიშვნა. Utilin `S~-ი ზღვრულზე დაბალი გამაღიზიანებელი დოზის დროსაც კი კარგად მოქმედებს. შემადგენლობაში შედის ლაქტოზა.
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 5 კაფსულა
სად შევიძინოთ?