შემადგენლობა: 1 ამპულა შეიცავს: 1 მლ Mycobacterium phlei F.U.36* (=DSN 4817) D4 / D6 განზავებას.
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
ჩვენება
ფილტვების ყველა ქრონიკული დაავადება. სუბფებრილური ტემპერატურით, ცხელებით, ღამის ოფლიანობით და სისუსტით მიმდინარე მდგომარეობების იმუნომოდულაციისათვის; ფილტვის და ფილტვგარე ტუბერკულოზი, როგორიცაა კისრის ლიმფური კვანძების, ხერხემლის, სახსრების, კანის, კონიუნქტივის ტუბერკულოზი, მგლურა, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სკროფულოდერმა, ნაწლავის, თირკმლის, შარდის ბუშტის და გენიტალების ტუბერკულოზი, ლატენტური ტუბერკულოზის შემთხვევები.
მიღების წესი და გამოყენება
1.0 მლ მოცულობის ინექცია კუნთში, კანქვეშ ან კანში 1-2-ჯერ კვირაში. როგორც წესი, იწყებენ D6 პოტენციით. რეაქციის არარსებობისას ან სუსტი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება D4 პოტენციაზე გადასვლა და ინექციების გაკეთება უფრო ხანმოკლე ინტერვალებით, მაგრამ არაუმეტეს 1-2 ამპულისა კვირაში. ძლიერი
რეაქციის დროს მკურნალობა შეიძლება კაფსულების მიღებით გაგრძელდეს. ტემპერატურის გარეშე, გახანგრძლივებული მიმდინარეობის მქონე ქრონიკული დაავადებების დროს პიკნიკური კონსტიტუციის ადიპოზურ პაციენტებში უფრო სუსტი დოზირებაა საჭირო. ასთენიური კონსტიტუციის, დაჩირქების, ფისტულების მქონე პაციენტებში აუცილებელია უფრო ძლიერი დოზების გამოყენება. ძლიერი ზოგადი
რეაქციების თავიდან ასაცილებლად და ასევე, ინექციის ადგილზე ადგილობრივი რეაქციების შესამცირებლად მხოლოდ შეწითლების დონეზე, საჭიროა დოზები ძალიან ფრთხილად, თანდათან გავზარდოთ. განსაკუთრებით დასუსტებულ და ინფექციის მიმართ განწყობილ პაციენტებში ინექციებს შორის დროის ინტერვალი დამატებით უნდა გაიზარდოს. უფრო ძლიერი რეაქციის შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს კაფსულების მიღებით. ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს შესაძლოა უფრო
ხანგრძლივი 6-დან 9 თვემდე მკურნალობა. ამის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში მრავალთვიანი პაუზა იმუნური სისტემის ადაპტაციის მიზნით.
გვერდითი მოქმედებები
Utilin `S~-ს, ზოგადად, პაციენტები კარგად იტანენ. იშვიათად, ინექციის ადგილას შესაძლოა სიწითლე აღინიშნოს, რომელიც დამოუკიდებლად სწრაფად გადის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ არა გვერდით მოქმედებად, არამედ პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინებად. ინექციიდან პირველ 2-3 დღეს ზოგჯერ აღინიშნება სხეულის მტვრევის შეგრძნება, ნახველის გაძლიერებული გამოყოფა (ექსპექტორაცია), მსუბუქი მტკივნეულობა კანის სეგმენტის შესაბამის კერაში, მსუბუქი სუბფებრილიტეტი.
უკუჩვენებები
მომატებული ტემპერატურა და ზოგადი სისუსტე
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის. ზოგადი გამოცდილების შესაბამისად, ვაქცინების შეყვანის მიმართ 4-კვირიანი ინტერვალი მაინც უნდა დავიცვათ. Utilin `S~-ით და იმუნოსუპრესანტებით ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა Utilin `S~-ის ეფექტურობაზე იმოქმედოს. ძლიერი გვერდითი რეაქციების თავიდან ასაცილებლად პაციენტის
სისხლის და პრეპარატის ნარევის ინექციები არ უნდა გაკეთდეს.
დამატებითი რეკომენდაცია
იზოპათიურ თერაპიაში Utilin `S~-ი ინიშნება უპირველესად თავის არეში არსებული ყველა ქვემწვავე და ქრონიკული მორეციდივე ინფექციების დროს, გამაღიზიანებელი თერაპიის სახით. Utilin `S~-ის დანიშვნამდე და მასთან პარალელურად რეკომენდებულია გაძლიერებული დრენაჟის და დეტოქსიკაციის კურსის დანიშვნა.
Utilin `S~-ი ზღვრულზე დაბალი გამაღიზიანებელი დოზის დროსაც კი კარგად მოქმედებს
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში