Plasmon
უტილინ "ეს" D6 (ნატუროპათი) / Utilin "S" D6 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 10 სანთელი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 
შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0.2 გ Mycobacterium phlei F.U.36* (=DSN 4817)D4/D6, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, 1.8 გ მყარი ცხიმი
 
ჩვენება
ფილტვების ყველა ქრონიკული დაავადება. სუბფებრილური ტემპერატურით, ცხელებით, ღამის ოფლიანობით და სისუსტით მიმდინარე მდგომარეობების იმუნომოდულაციისათვის; ფილტვის და ფილტვგარე ტუბერკულოზი, როგორიცაა კისრის ლიმფური კვანძების, ხერხემლის, სახსრების, კანის, კონიუნქტივის ტუბერკულოზი; მგლურა; მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა;, კვანძოვანი ერითემა; სკროფულოდერმა; ნაწლავის, თირკმლის, შარდის ბუშტის და გენიტალების ტუბერკულოზი; ლატენტური ტუბერკულოზის შემთხვევები.
 
თვისებები 
იმუნოლოგიური ტესტებიდან ცნობილია, რომ Utilin `S~, ყველა სხვა მიკობაქტერიის მსგავსად, იმუნურ სისტემას თითქმის ყველა დონეზე ასტიმულირებს. გამომჟღავნდა გრანულოციტების ფაგოციტური
აქტივობის მკვეთრი ზრდა. გარდა ამისა, თ-ლიმფოციტების პოპულაციის სტიმულაცია იწვევს ლიმფოკინების გაძლიერებულ გადმოსროლას. სიმსივნეზე დამთრგუნველი ზემოქმედება ემყარება ინტერფერონების ინდუქციის შედეგად ბუნებრივი ქილერების აქტივობის მატებას და, უპირველესად, სიმსივნის უჯრედების მიმართ გააქტიურებული მაკროფაგების ტოქსიურობას.
 
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ რექტალულრად, 1 სანთელი კვირაში 1-3-ჯერ, ძილის წინ
 
გვერდითი მოქმედებები
Utilin `S~, ზოგადად, კარგი ამტანობით გამოირჩევა. იშვიათად აღინიშნება ანთების კერების აქტივაცია, რაც თავისთავად სწრაფად გაივლის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ არა გვერდით მოქმედებად, არამედ უფრო პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინებად.
 
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 10 სანთელი
სად შევიძინოთ?