შემადგენლობა
უზარას (Xysmalobium undulatum L.) ფესვების ექსტრაქტი 7,56 გ.
უზარას ანტიპერისტალტიკური მოქმედება ეფუძნება სიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულაციას, რაც იწვევს ნაწლავის მოტორიკის შესუსტებას. უზარას ასევე გააჩნია სპაზმოლიზური, ანტისეკრეტორული და შემომგარსველი ეფექტი.
- არასპეციფიკური მწვავე და ქრონიკული დიარეა:
დიარეა, დაკავშირებული ალერგიულ რეაქციებთან;
დიარეა, გამოწვეული ფსიქოემოციური ფაქტორებით;
დიარეა, გამოწვეული საკვები ნვთიერებების შეწოვისა და მეტაბოლიზმის დარღვევებით;
კვების რეჟიმისა და ჩვეული რაციონის ცვლილებით განპირობებული ,,მოგზაურთა დიარეა”.
- როგორც დამხმარე საშუალება ინფექციური გენეზის დიარეის დროს.
მოზრდილები – პირველი დღე – 25 მლ ერთჯერადად, შემდგომ დღეებში 5 მლ 3 – 6-ჯერ დღეში, კუჭის მოქმედების ნორმალიზაციამდე.
ბავშვები, 1-დან 2 წლამდე ასაკის: 0,5 მლ 3-ჯერ დღეში;
ბავშვები, 2-დან 6 წლამდე ასაკის: 1 – 2 მლ 3 – 6-ჯერ დღეში;
ბავშვები, 7-დან 16 წლამდე ასაკის: პირველი დღე 5 – 7 მლ ერთჯერადად, შემდგომ დღეებში 3 – 4 მლ 3 – 6-ჯერ დღეში.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატზე, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვები 1 წლამდე, საგულე გლიკოზიდებით მკურნალობა.
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას; მკურნალობის კურსი არ უნდა გაგრძელდეს 7 დღეზე მეტად.
#რ-002563