შემადგენლობა
100 გ (110 მლ) შეიცავს: Valeriana Q - 65 g, Lupulus Q, Crataegus Q, Hypericum D1 - შესაბამისად 5 გ, Melissa Q - 3 g, Chamomilla Q, Avena sativa Q - შესაბამისად 2 გ, Acidum picrinicum D5 - 10 g; Kalium bromatum D1, Ammonium bromatum D1, Natrium bromatum D1 - შესაბამისად 1 გ.
დამამშვიდებელი საშუალება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიული მდგომარეობებისას.
ჩვეულებრივ - 15 წვეთი 3-ჯერ დღეში. საღამოს, ძლიერი აგზნების ან უძილობის შემთხვევაში 25 წვეთი. ჩვილებში 2 წლამდე 3 წვეთი 3-ჯერ დღეში. 2-დან 6 წლამდე - 5 წვეთი, 6-დან 12 წლამდე - 10 წვეთი
არ გააჩნია.
არ გააჩნია.
მოქმედებს დამამშვიდებლად, არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უშიშროებაზე.
Valerianaheel ინიშნება როგორც ბრომის შემცველი (3:1000) მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება, შიშის, მოუსვენარი მდგომარეობის, ტკივილის და ბავშვებში კბილების ამოჭრის დროს, სხვადასხვაგვარი უძილობისას, მ.შ., რაიმე დაავადებით გამოწვეული უძილობისას; კლიმაქტერიული ნევროზებისას უძილობის თანხლებით (Cralonin და Klimaktheel- თან ერთად).
პრეპარატი ნაჩვენებია, აგრეთვე, უძილობით მიმდინარე ცხელების და მწვავე ინფექციური დაავადებისას (Gripp-Heel, Bryaconeel, Traumeel S- თან ერთად).
პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება მძიმე ნარკოტიკული ან ტოქსიკური გვერდითი ეფექტები. იგი დამამშვიდებლად მოქმედებს და არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უშიშროებაზე.
Valerianaheel- ის მოქმედება შეიძლება გაძლიერებულ იქნეს სხვა ნაჩვენები ბიოლოგიური პრეპარატებით, მაგ., - Nux vomica-Homaccord, Hepeel - ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შედეგად გამოწვეული უძილობისას (მჟავების მომატებული გამოყოფისას ღამის 2-დან 6 საათამდე, შემდგომი დაღლილობით დილით – გამოღვიძების შემდეგ).
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ