ვარდენაფილი შტადა 5/10/20 მგ / Vardenafil
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): solifenacin
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → შარდსადენი გზების გლუვი კუნთის ტონუსზე მოქმედი საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Hemofarm A.D.
- მწარმოებელი ქვეყანა: სერბია
- გამოშვების ფორმა: 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

1. რა არის ვარდენაფილი შტადა და რისთვის გამოიყენება
ვარდენაფილ შტადა შეიცავს ვარდენაფილს, ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბიტორს, რომლიც გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობის) სამკურნალოდ.
ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების პრობლემა ათიდან ერთ მამაკაცს აღენიშნება. ერექცილი დისფუქცია შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანული ან ფსიქოლოგიური მიზეზით, ან შერეული ხასიათის იყოს. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, კუნთოვანი და სისხლძარღვოვანი დარღვევები იწვევს ერექციის მისაღწევად და შესანარჩუნებლად პენისში არასაკმარისი სისხლის რაოდენობის მიწოდებას.
ვარდენაფილი ეფექტურია მხოლოდ სექსუალური სტიმულაციისას. ეს მედიკამენტი ამცირებს ორგანიზმში იმ ბუნებრივი ნივთიერების მოქმედებას, რომელიც ხელს უშლის ერექციას. ვარდენაფილის გამოყენება უზრუნველყოფს საკმარისი ხანგრძლივობის ერექციას დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ურთიერთობის განსახორციელებლად.
2. რა უნდა ვიცოდეთ ვარდენაფილი შტადას მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ვარდენაფილ შტადა
თუ ხართ ალერგიული ვარდენაფილზე ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში). ალერგიული რეაქციის ნიშნებია გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის ან ტუჩების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.
თუ იღებთ მედიკამენტებს, ნიტრატების შემცველობით, როგორიცაა გლიცეროლის ტრინიტრატი სტენოკარდიისთვის, ან რომელიც გამოყოფს აზოტის მონოქსიდს, როგორიცაა ამილის ნიტრიტი. ამ მედიკამენტების ვარდენაფილთან ერთად მიღებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს არტერიულ წნევაზე.
თუ იღებთ რიტონავირს ან ინდინავირს, მედიკამენტებს, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციების სამკურნალოდ.
თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის და იღებთ კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს.
თუ გაქვთ გულის ან ღვიძლის მწვავე პრობლემა.
თუ გადიხართ თირკმლის დიალიზს.
თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი ან გულის შეტევა.
თუ გაქვთ, ახლახანს გქონდათ დაბალი წნევა, ან თუ გქონიათ ის წარსულში.
თუ გაქვთ თვალის დეგენერაციული დაავადებების წინარე ოჯახური ისტორია (როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი).
თუ ოდესმე გქონიათ მხედველობის დაკარგვის შემთხვევა მხედველობის ნერვის დაზიანების გამო, რომელიც გამოწვეულია არასაკმარისი სისხლით მომარაგებით და ცნობილია როგორც არაარტერიული წინა იშემიური მხედველობის ნეიროპათია (NOAI-NA).
თუ იღებთ რიოციგუატს. ეს მედიკამენტი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (ანუ ფილტვებში მაღალი არტერიული წნევის დროს) და ქრონიკული თრომბოემბოლიური ფილტვის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (ანუ ფილტვებში მაღალი არტერიული წნევა, რაც გამოწვეულია კოლტებით). PDE5 ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ვარდენაფილი, უჩვენეს ამ მედიკამენტის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. თუ იღებთ რიოციგუატს ან გაქვთ ეჭვი, მიმართეთ ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ვარდენაფილი შტადას მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვარდენაფილი შტადას
თუ გაწუხებთ გულის პრობლემები, რადგან სქესობრივმა ურთიერთობამ შეიძლება შეგიქმნათ საფრთხე.
თუ გაწუხებთ არარეგულარული გულის რითმი (გულის არითმია) ან გულის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ცვლის თქვენი ელექტროკარდიოგრამის სურათს.
თუ გაწუხებთ რაიმე ფიზიკური პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი პენისის ფორმაზე. მაგალითად, ანგულაცია, პეირონის დაავადება ან კავერნოზული ფიბროზი.
თუ გაწუხებთ დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ერექცია, რომელიც არ ქრება (პრიაპიზმი). მაგალითად, დრეპანოციტოზი, მრავლობითი მიელომა და ლეიკემია.
თუ გაქვთ კუჭის წყლული (ასევე ეწოდება კუჭის ან პეპტიური წყლული).
თუგაწუხებთ სისხლდენები (როგორიცაა ჰემოფილია).
თუ თქვენ იყენებთ ერექციის პრობლემების სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ვარდენაფილის შემოგარსულ ტაბლეტებს (იხ. თავი: „ვარდენაფილი სტადას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“).
თუ ოდესმე გქონიათ მხედველობის უეცარი, დროებითი ან მუდმივი დაქვეითება ან მისი ნაწილობრივი დაკარგვა ერთ თვალში, არ მიიღოთ ვარდენაფილი და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ვარდენაფილი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში ან 18 წლამდე მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და ვარდენაფილი შტადა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი მათგანი:
ნიტრატები, სტენოკარდიის სამკურნალო საშუალებები ან მედიკამენტები, რომლებიც ათავისუფლებს აზოტის ოქსიდს, როგორიცაა ამილის ნიტრატი. ამ მედიკამენტებისა და ვარდენაფილის ერთად მიღებამ შეიძლება მწვავედ იმოქმედოს არტერიულ წნევაზე.
გულის არითმიების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი ან სოტალოლი.
რიტონავირი ან ინდინავირი, აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტები.
კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები.
ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები.
ალფა ბლოკატორები, მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის და გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ (როგორიცაა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია).
რიოციგუატი.
არ გამოიყენოთ ვარდენაფილის შემოგარსული ტაბლეტები ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, მათ შორის ვარდენაფილის ოროდისპერსიული ტაბლეტები.
ვარდენაფილი შტადას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ვარდენაფილი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე, მაგრამ უმჯობესია არ მიიღოთ ის მძიმე ან ცხიმიანი საკვების შემდეგ, რადგან ეფექტი შეიძლება დაგვიანდეს.
ვარდენაფილის მიღებისას არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს წამლის ნორმალური ეფექტის გამოვლენას.
ალკოჰოლური სასმელების დალევამ შეიძლება გაამწვავოს ერექციის პრობლემები.
ორსულობა და ლაქტაცია
ვარდენაფილი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ზოგიერთ ადამიანში ვარდენაფილმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მხედველობაზე. არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები, თუ ვარდენაფილის მიღების შემდეგ გაქვთ თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები.
ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლ) თითო ტაბლეტზე; ანუ არსებითად „ნატრიუმის გარეშე“.
3. როგორ მივიღოთ ვარდენაფილი შტადა
ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული წამლის გამოყენების ინსტრუქცია. თუ ეჭვი გაქვთ, კვლავ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა 10 მგ.
მიიღეთ ვარდენაფილის ერთი ტაბლეტი სქესობრივ აქტივობამდე დაახლოებით 25-60 წუთით ადრე. სექსუალური სტიმულაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ ერექციის მიღწევას ვარდენაფილის მიღებიდან 25 წუთიდან ოთხ ან ხუთ საათამდე.
ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყალთან ერთად.
არ მიიღოთ ვარდენაფილის შემოგარსული ტაბლეტები ვარდენაფილის სხვა ფორმულირებით.
არ მიიღოთ ვარდენაფილი დღეში ერთხელ მეტად.
თუ ფიქრობთ, რომ ვარდენაფილის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს. მან შეიძლება შემოგთავაზოთ ვარდენაფილის სხვა დოზაზე გადასვლა.
თუ მიიღებთ იმაზე მეტ ვარდენაფილ შტადას, ვიდრე საჭიროა
ვარდენაფილის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა გვერდითი არასასურველი მოვლენები და გამოიწვიოს ზურგის ძლიერი ტკივილები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესაძლებლობა აღწერილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
თავის ტკივილები
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
თავბრუსხვევა
სახის სიწითლე
ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა
საჭმლის მონელების პრობლემები
არასასურველი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩათვლით, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში.
5. როგორ შევინახოთ ვარდენაფილი შტადა
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 30ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად არის მითითებული თვის ბოლო დღე.
6. შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ვარდენაფილი შტადა
აქტიური ნივთიერებაა ვარდენაფილი.
ვარდენაფილი შტადა 5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ვარდენაფილს (ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატის სახით).
ვარდენაფილი შტადა 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ვარდენაფილს (ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატის სახით).
ვარდენაფილ შტადა 20 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ვარდენაფილს (ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატის სახით)
ვარდენაფილი სტადა 5 მგ # 20; ვარდენაფილი სტადა 10 მგ #8 ვარდენაფილი სტადა 20 მგ #4 .