ვაზელინი / Vaseline
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): vaselinum
- მწარმოებელი კომპანია: Moscow pharmaceutical factory
- მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი
- გამოშვების ფორმა: 25გ გარეგანი გამოყენების მალამო მინის ქილა N1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: ვაზელინი 25 გ და 30 გ.
აღწერა:ერთგვაროვანი ძაფისებურად წელვადი მაზისმაგვარი მასა, უსუნო, თეთრიდან ყვითელ ფერამდე. მინისებურ ფირფიტაზე წასმისას ქმნის სწორ, არაჩამოცურებად აპკს. გალღობისას წარმოქმნის გამჭირვალე სითხეს პარაფინის ან ნავთობის მსუბუქი სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დერმატოპროტექტორული საშუალება, ახდენს დამარბილებელ მოქმედებას.
მიღების ჩვენებები:
კოტოშების დადების წინ, კანის სიმშრალე (მათ შორის ბუნებრივი ხვრელების გარშემო), სამკურნალო პროცედურების ჩატარების წინ (უსვამენ ოყნის, გაზგამომტანი მილის წვერს).
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა.
მომატებული მგრძნობელობა.
მიღების წესი და დოზები:
გარეგანად, დაიტანენ წინასწარ გასუფთავებულ კანზე.
გარეგანად, დაიტანენ წინასწარ გასუფთავებულ კანზე.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია დატანის ადგილას კანის გაღიზიანება.
შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 20 c ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
დსს “მოსკოვის ფარმაცევტული ფაბრიკა”