ვაზილიპი / Vasilip
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): simvastatin
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები → ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები
- მწარმოებელი კომპანია: KRK d.d., Novo mesto
- მწარმოებელი ქვეყანა: სლოვენია
- გამოშვების ფორმა: 20 მგ შემოგარსული ტაბლეტი №28
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
რას წარმოადგენს ვაზილიპი და რისთვის გამოიყენება?
ვაზილიპი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც იწვევენ ქოლესტერინის დონის შემცირებას და იწოდებიან სტატინებად ან HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებად. პრეპარატი მოქმედებს სისხლში ქოლესტერინების და ცხიმოვანი ნივთიერებების, ე.წ. ტრიგლიცერიდების შემცირების ხარჯზე. ქოლესტერინი არის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ნივთიერება, მაგრამ როდესაც მისი კონცენტრაცია სისხლში მაღალია შესაძლოა გამოვლინდეს გულის და სისხლძარღვების დარღვევები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები).
ექიმი დაგინიშნავთ ვაზილიპს:
• სისხლში მაღალი LDL ქოლესტერინის და ცხიმოვანი ნივთიერებების, ე.წ. ტრიგლიცერიდების დონის შემცირების მიზნით, ასევე HDL-ქოლესტერინის დონის გაზრდისათვის.
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირების მიზნით იმ შემთხვევაში თუ არსებობს ამ დაავადებების გამოვლენის რისკის ალბათობა დიაბეტის ან ანამნეზში ისნულტის, გულის შეტევის ან სხვა დაავადებების გამო.
ვაზილიპმა შესაძლოა გაახანგრძლივოს პაციენტის სიცოცხლე გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის შემცირების შედეგად, იმ შემთხვევაშიც თუ აღინიშნება სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონე.
ინფორმაცია ვაზილიპის გამოყენებამდე
არ შეიძლება ვაზილიპის გამოყენება
• თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სიმვასტატინის ან ვაზილიპის შემადგენელი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ან სხვა ანალოგიური პრეპარატების (სტატინების) მიმართ.
• თუ გახასიათებთ ღვიძლის პრობლემები
• ორსულობის და ლაქტაციის დროს
• თუ იღებთ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი.
• თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, როგორიცაა ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი ან ტელიტრომიცინი
• თუ იღებთ დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებებს, მაგ., ნეფაზოდონი
• თუ იღებთ აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალებებს (აივ-პროთეაზას ინჰიბიტორები), როგორიცაა ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონაცირი ან საკვინავირი.
თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნულიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
საჭიროა განსაკუთრბეული ყურადღება ვაზილიპის გამოყენებისას
• აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ჭარბი რაოდენობით ალცოჰოლს ან თუ გახასიათებთ ღვიძლის დაავადება. ექიმმა სესაზლოა მოითხოვოს სისხლის ანალიზი მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ.
• დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღინიშნება კუნთების აუხსნელი ტკივილი, მგრძნობელობა ან სისუსტე ვაზილიპის გამოყენებისას, რადგან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს კუნთებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, მათ შორის კუნტების დაშლა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება. რისკი იზრდება ვაზილიპის დიდი დოზებით გამოყენებისას.
• კუნთების დაშლის რისკი უმეტესად ვლინდება პაციენტებში შემდეგ შემთხვევებში. აცნობეთ ექიმს:
- თუ გახასიათებთ თირკმლის პრობლემები;
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
- თუ ხართ 70 წელზე უფროსი.
- თუ ოდესმე აღინიშნებოდა კუნთების პრობლემები სიმვასტატინით ან სხვა სტატინებით მკურნალობისას (მაგ., ფლუვასტატინი, ატორვასტატინი, პრავასტატინი ან როზუვასტატინი) ან პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ე.წ. ფიბრატები (მაგ., გემფიბროზილი, ბეზაფიბრატი);
- თუ თქვენს ოჯახის წევრებს აღენიშნებათ თანდაყოლილი კუნთების დაავადებები.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის სიმვასტატინის გამოყენებამდე:
• თუ გამოვლინდება სუნთქვის უკმარისობა
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულიც.
კუნთების პრობლემების გამოვლენის რისკი შესაძლოა გაიზარდოს თუ იღებთ ვაზილიპს შემდეგში აღწერილ ზოგიერთ მედიკამენტებთან ერთად. დაიცავით სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, თუ იღებთ ვაზილიპს შემდეგ პრეპარატებთან ერთად (ზოგიერთი ჩამოთვლილია ასევე პუნქტში: ,,არ შეიძლება ვაზილიპის გამოყენება”).
• სოკოს სამკურნალო საშუალებები (მაგ, იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი)
• ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი ან ტელიტრომიცინი ან ფუზიდის მჟავა
• ანტიდეპრესიულები, ნეფაზოდონი
• აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ინდინავირი, ნელფინავირი ან რიტონავირი)
• ციკლოსპორინი, იმუნური სისტემის დამთრგუნავი პრეპარატები
• დანაზოლი, ჰორმონალური დარღვევის სამკრუნალო საშუალებები
• ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებები და ფიბრატები (გემფიბროზილი, ბეზაფიბრატი ან ფენოფიბრატი) ან ნიაცინი (ნიკოტინმჟავა).
• ამიოდარონი, პრეპარატები, რომლების გამოიყენება გულისცემის რეგულირებისათვის
• ვერაპამილი ან დილთიაზემი (გამოიყენება სისხლის წნევის დაწევისათვის, მკერდის არეში ტკივილისათვის, რაც კავშირშია გულის დაავადებებთან)
გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულურებს (პრეპარატებს რომლებიც აბრკოლებენ თრომბის განვითარებას, როგორიცაა ვარფარინი), შესაძლოა გაიზარდოს მათი ეფექტურობა.
ვაზილიპის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
არ მიიღოთ გრეიფრუტის წვენი ვაზილიპის გამოყენებისას, რადგან შესაძლოა გამოვლინდეს კუნთების დაზიანების რისკი.
ორსულობა და ლაქტაცია
ვაზილიპის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს ან თუ გეგმავთ ორსულობას ან თუ ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად. თუ დაორსულება მოხდება ვაზილიპის გამოყენებისას უნდა შეწყვიტოთ პრეპარტის მიღება დაუყონებლივ და მიმართოთ ექიმს. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ლაქტაციის დროს. მიმართეთ ექიმს ექიმს კონსულტაციისათვის ნებისმიერი მედიკამენის გამოყენებამდე ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ვაზილიპი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მაგრამ სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა ხანდახან გამოვლინდეს თავბრუსხვევა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაზილიპის შემადგენელი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ვაზილიპი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ აცნობეთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ვაზილიპის მიღების წესი
ვაზილიპი უნდა მიიღოთ ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 ან 20 მგ დღეში ერთჯერადი დოზის სახით საღამოს. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს საწყისი დოზა 40 მგ აუცილებლობის შემთხვევაში, ქოლესტერინის დონის უფრო მეტად შემცირებისათვის. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 80მგ-მდე დღეში. ექიმი შეამცირებს დოზას თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. ექიმი შეცვლის დოზას უკეთესი ეფექტის მიღების მიზნით. მიიღეთ მედიკამენტი იმ ხანგრძლივობით, რაც დაგინიშნათ ექიმმა.
თუ მიიღეთ ვაზილიპის ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
თუ გამოტოვეთ ვაზილიპის დოზა
თუ დაგავიწყდათ რეკომედნებული დოზის მიღება განაგრძეთ მიღება დოზირების რეჟიმის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ ვაზილიპის მიღების შეწყვეტა
ვაზილიპის მოხსნისას შესაძლოა გამოვლინდეს გულ-სისხლძარღვის სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების კვლავ განვითრების რისკი. თუ გსურთ ვაზილიპის მიღების შეწყვეტა უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ვაზილიპმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
გვერდითი რეაქციები ვლინდება შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირი | ვლინდება 10 პაციენტიდან 1- ზე მეტში |
ხშირი | ვლინდება 100 პაციენტიდან 1- დან 10-მდე |
არახშირი | ვლინდება 1000პაციენტიდან 1 -დან 10- მდე |
იშვიათი | ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1 -დან 10- მდე |
ძალიან იშვიათი | ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში |
უცნობია სიხშირე | სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების მიხედვით |
გმაოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:
იშვიათი
• კუჭ-ნაწლავის აშლილობა (მაგ., ტკივილი, ყაბზობა, ფაღარათი, შებერილობა, საჭმლის მონელების დარღვევა და მუცლის ტკივილი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი).
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაბუჟება, ხელ-ფეხზე ჩხვლეტის შეგრძნება და მგრძნობელობის დაკარგვა
• თმისცვენა, გამონაყარი, ქავილი
• ღვიძლის დაავადებები (თვალისა და კანის სიყვითლე, კანის ქავილი, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი), სისხლში ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები ღვიძლის ფუნქციაზე.
• სისუსტე, ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)
• კუნთების დაზიანება, კუნთების ფერმენტების მომატება სისხლში
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება კუნთების ტკივილი, სისუსტე ან სპაზმი. ეს სესაძლოა იშვიათ შემთხვევაში იყოს კუნთების სერიოზული დაზიანების სიმპტომი. თუ აღინიშნება ნებისმიერი აღწერილი გვერდითი ეფექტი ან ვლინდება ისეთი რეაქციები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება და მიმართოთ ექიმს.
• ალერგიული რეაქციები
ალერგიული რეაქციები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: სახის, ენის და ყელის შეშუპებას (მიმართეთ ექიმს), სახსრების ტკივილი, სახსრებისა და სისხლძარღვების ანთება, სისხლჩაქცევები, კანზე გამონაყარი, კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ცხელება, სისხლის მიწოლა, ქოშინი და დაღლილობა.
ძალიან იშვიათი
• თირკმლის უკმარისობა.
შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
• ძილის დარღვევა, უძილობა და ღამის კოშმარები
• მეხსიერების დარღვევა
• სექსუალური დისფუნქცია
• დეპრესია
• სუნთქვის პრობლემები, ხვველა და/ან ქოშინი ან ცხელება.
თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ სხვა ეფექტებს, რომელბიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვაზილიპის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვაზილიპი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღწერილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 30ºС ტემპერატურაზე.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ვაზილიპი
• აქტიური ნივთიერება არის სიმვასტატინი. ყოველი ტაბლეტი სეიაცვს 10მგ, 20მგ ან 40 მგ სიმვასტატინს.
• დამხმარე ნივთიერებები არის ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ბუთილჰიდროქსიანიზოლი, ლიმონმჟავა უწყლო, ასკორბინის მჟავა, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის შიგთავსში და ჰიპრომელოზა, ტალკი, პროპოლენგლიკოლი და ტიტანის დიოქსიდი (E171) ტაბლეტის გარსში.
ვაზილიპის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ვაზილიპი 10 მგ არის ოვალური, ოდნავ ორმხრივამობურცული, ერთ მხარეზე გამოფი ღარით და მეორეზე გრავირებით 10, თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.
ვაზილიპი 20 მგ არის ოვალური, ოდნავ ორმხრივამობურცული, ერთ მხარეზე გამოფი ღარით და მეორეზე გრავირებით 20, თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.
ვაზილიპი 40 მგ არის ოვალური, ოდნავ ორმხრივამობურცული, ერთ მხარეზე გამოფი ღარით და მეორეზე გრავირებით 40, თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.
შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ ნაწილად.
შეფუთვა შეიცავს 28 და 90 ცალ 10მგ და 20 მგ შემოგარსულ ტაბლეტს,
და შეფუთვა შეიცავს 14, 28 და 90 ცალ 40 მგ შემოგარსულ ტაბლეტს.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30ºС ტემპერტურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გაიცემა რეცეპტის მიხედვით.
გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
გამოიყენება შიგნით მიღებისათვის.