Plasmon
ვერტიგოჰელი / VERTIGOHEEL

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • გამოშვების ფორმა: - ტაბლეტი #50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს: Cocculus D4 - 210 მგ; Conium maculatum D3; Ambra grisea D6; Petroleum rectificatum D8 - 30 მგ თითოეული

ჩვენებები
სხვადასხვა გენეზისა და ხასიათის თავბრუსხვევები (განსაკუთრებით ათეროსკლეროზის შედეგად გამოწვეული); აგრეთვე, ნერვულ ნიადაგზე ან ათეროსკლეროზული ცვლილებებით წარმოშობილი თავბრუსხვევისას ჰიპერტენზიით და მის გარეშე, მენიერის სინდრომი (თავბრუსხვევა, გულისრევა, ყურებში შუილი), თავის ტვინის შერყევა და მისი შემდგომი თერაპია

მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივ ერთი ტაბლეტი 3 ჯერ დღეში. ძლიერი თავბრუსხვევის და ღებინებისას იწყებენ ერთი ტაბლეტით 15 წუთში ერთხელ არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე ენის ქვეშ დადებით სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია.

უკუჩვენება
არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი თავსებადია ალკოჰოლთან და არ იწვევს სედატიურ ეფექტს (არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის დროს მოძრაობის უსაფრთხოებაზე და ა.შ)
ინფორმაცია პაციენტებისათვის: ფირმა “ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ“-ის პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე

შენახვის პირობები და ვადები
5 წელი.
დაიცავით გადახურებისაგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე , მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით 

სად შევიძინოთ?