Plasmon
ვიადერმი კომპლიტი / Viaderm Complete


ნუტრიცეპტიული თერაპია გარეგანი სილამაზისათვის: ლამაზი კანი, მბზინვარე თმა და ჯანსაღი ფრჩხილები.

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: ფურისულას ზეთი 350,0 მგ., მეთიონინი 62,5 მგ., ბიოტინი 75,0 მკგ., სილიციუმი 5.0 მგ., ნიაცინი 8,0 მგ,. თუთია 7,5 მგ., სპილენძი 0,45 მგ., ვიტამინი E 5,0 მგ., ვიტამინი A 190,0 მკგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
აღადგენს თმის, ფრჩხილის და კანის სტრუქტურას. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, კანის დატენიანებას და რეგენერაციას. მატებს ელასტიურობას და იცავს ნაოჭებისაგან. ხელს უშლის თმის გამოშრობას, აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს სიმკვრივეს და ბუნებრივ ბზინვარებას. ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის და სებორეის გაქრობას. ამაგრებს ფრჩხილებს, იცავს მტვრევადობისაგან და ფრჩხილის ზედაპირის აშრევებისაგან.

არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფურისულას ზეთი - მდიდარია E ვიტამინით („ახალგაზრდობის ვიტამინი“) და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად გამა ლინოლენის მჟავა). გამა ლინოლენის მჟავას უკმარისობა იწვევს კანის გამოშრობას, მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. გააჩნია მკვებავი, დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება. ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს. გააჩნია სწრაფი რეგენერაციის უნარი ფსორიაზის, ეგზემის და სებორეის დროს. ჩამოფრცქვნის კანიდან მკვდარ უჯრედებს და კანს მატებს სიგლუვეს. ბიოტინი (ვიტ  H) „სილამაზის ვიტამინი“ - გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და ფრჩხილების ნორმალური და ჯანსაღი ზრდისათვის. გააჩნია ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში, კურნავს სებორეას, ეგზემას და დერმატიტებს. ნიაცინი (ვიტ B3) ნიკოტინის მჟავა - აუმჯობესებს თავის კანის სისხლით მომარაგებას სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე და აჩქარებს თმის ამოსვლის პროცესს და სიხშირეს. სპილენძი (Cu) -ბიოაქტიური მიკროელემენტი. აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმისათვის აუცილებელი ცილებისა და ფერმენტების შენებასა და უჯრედებისა და ქსოვილების ზრდა-განვითარებაში. ხელს უწყობს ორგანიზმში ამინომჟავა თიროზინის სრულ ათვისებას, რაც განაპირობებს კანისა და თმის ჯანსაღ ფერს. სპილენძი იცავს კანს ნაადრევი დაბერებისაგან. რეტინოლი (ვიტ A) - რეტინოლი სამი სახით არის წარმოდგენილი ორგანიზმში: რეტინოლი, რეტინალი და რეტინოლის მჟავა. სამივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანისა და ლორწოვანი გარსების ეპითელიზაციის პროცესში. ზრდის ეპითელურ უჯრედებში მიტოზების რიცხვს. გამოიყენება კანის დაზიანებების და დაავადებების (იქთიოზი, პუსტულარული დერმატიტი, ფოლიკულარული დისკერატოზი, ტროფიკული წყლული, ეგზემის ზოგიერთი ფორმა), რთულად შეხორცებადი ჭრილობების, მოყინვის და დამწვრობის დროს. მეთიონინი - მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ზრდის პროცესისა და მიტოზური წონასწორობის შესანარჩუნებლად. უზრუნველყოფს ქოლინის, აცეტილქოლინის, ფოსფოლიპიდების სინთეზს. ვინაიდან ქოლინი არის ლიპოტროპული ფაქტორი, მეთიონინი აქტიურად გამოიყენება კანის ფოსფოლიპიდური დარღვევების დროს (პიგმენტური ლაქების დროს). აქტიურად გამოიყენება კანის კოსმეტიკური დეფექტების დროს, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის დაავადებებთან და კანის ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან (ვარდისფერი ფერისმჭამელა, აკნე და დერმატიტები). ასევე გამოიყენება ფოტოდერმატიტების და თმის ცვენის სამკურნალოდ. სილიციუმი (Si) - მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის სიმკვრივეს და გამძლეობას, რაც არის კანის, თმის და ფრჩხილების ძირითადი საყრდენი. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას. თუთია (Zn) - მაგიური მიკროელემენტი. წარმოადგენს ბიოკატალიზატორს 300-ზე მეტი ენზიმისათვის. თუთიის მარაგზე არის დამოკიდებული კანისა და თმის ჯანსაღი სტრუქტურა და სილამაზე. მონაწილეობას ღებულობს ცხიმოვანი მჟავების სინთეზში და მოქმედებს ქსოვილების რეგენერაციაზე. თუთია არეგულირებს ჰორმონულ ბალანსს და ხელს უწყობს კანშიდა ნივთიერებების გამომუშავებას რომელიც ეწინააღმდეგება ვულგარული აკნეს განვითარებას. ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტ E) - მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, აუმჯობესებს ესტროგენების გამომუშავებას, რაც განაპირობებს ქალურ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას და სილამაზეს. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობას. ვიტამინი E ქალური სილამაზის საწინდარია - აღადგენს კანის ბუნებრივ ფერს, ელასტიურობას და იცავს დაბერებისაგან.

ჩვენება
ეგზემა,  კანის სიმშრალე, ატოპიური დერმატიტი, ვარდისფერი ფერისმჭამელა, ვულგარული აკნე, ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, პიგმენტური ლაქები, ნაადრევი დაბერება, დიფუზური და კეროვანი ალოპეცია, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი, ფრჩხილების დისტროფია.

კანის, ფრჩხილის და თმის კოსმეტიკური დეფექტის დროს აღადგენს სტრუქტურას, ბუნებრივ ფერს, ელასტიურობას და იცავს დაბერებისაგან.

უკუჩვენება
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება
1 კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით. გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა გულისრევის შეგრძნება და კუჭის ტკივილი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულებში არ შეიძლება. ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება.

გამოშვების ფორმა
N30 კაფსულა ბლისტერში, მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად.

შენახვის პირობები
15-25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
3 წელი  წარმოების თარიღიდან.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ 


სად შევიძინოთ?