Plasmon
ვიბურკოლი ნ / Viburcol® N

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • გამოშვების ფორმა: - სანთლები 1.1 გ. #12; #60; #120
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

1 სანთელი (=1.1გ) შეიცავს: Chamomilla D1, Belladonna D2, Plantago major D3 - შესაბამისად 1,1 მგ; Pulsatilla D2 - 2,2 მგ; Calcium carbonicum Hahnemanni D8 - 4,4 მგ. ასევე შემადგენელი კომპონენტია: მყარი ცხიმი.

ჩვენებები
სანთლები ჩვილებისათვის და აგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისათვის ცხელებით და მის გარეშე; სხვადასხვა უბრალო ინფექციების სიმპტომატური მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები
მწვავე შემთხვევებისას 1 სანთელი სწორ ნაწლავში შეყვანით რამდენიმეჯერ - მდგომარეობის შემსუბუქებამდე. შემდეგ 1 სანთელი 2-3-ჯერ დღეში. 6 თვემდე ჩვილთათვის (დაბადების პირველივე დღიდან) მაქსიმუმ - 1 სანთელი 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია.

უკუჩვენება
არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები
Viburcol ნაჩვენებია სხვადასხვაგვარი მოუსვენრობის და შფოთვის მდგომარეობისას - სიცხით და მის გარეშე; აგზნებული მდგომარეობის, გუნებაგანწყობის სწრაფი მონაცვლეობის და უძილობისას; თერაპიული ჩარევების წინ და მის შემდეგ. პრეპარატი გამოიყენება მოუსვენრობის, შფოთვის, სიცხის, ანთების, ფსიქიკური მოშლილობის სიმპტომურ თერაპიაში.
ცხელებისას პრეპარატი აქვეითებს ტემპერატურას და აქვს ლიტიკური ზემოქმედება, სისხლის მიმოქცევის ჰიპოტონურ დარღვევათა გამოწვევის გარეშე. პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, აგრეთვე, ბავშვთა საჭმლის მონელების დარღვევათა სიმპტომატური თერაპიისათვის, განსაკუთრებით, მეტეორიზმის დროს. Chamomilla-ს შემცველობის გამო პრეპარატს შეუძლია კრუნჩხვების მოხსნა.
სანთლები ახდენს სწრაფ ანტიჰომოტოქსიკურ თერაპიულ ეფექტს არნდტშულცის წესის შესაბამისად; პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება ანტიჰომოტოქსიკური დეზინტოქსიკაციური ეფექტით, რომლის დროს აქტიურდება დიდი დამცველობითი სისტემა და ძლიერდება ფერმენტული ქმედითობა (ჰომოტოქსინების შებოჭვა).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი,ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

სად შევიძინოთ?