Plasmon
ვიკალინი / VICALINE


შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს ბისმუტის ნიტრატს ძირითადს – 350 მგ, მაგნიუმის კარბონატს – 400 მგ, ნატრიუმის ჰოდროკარბონატს – 200 მგ, ხეჭრელის ქერქს ფხვნილის სახით – 25 მგ, კოთხუჯის ფესურას ფხვნილის სახით – 25 მგ, კელინს – 5 მგ, რუტინს – 5 მგ.;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი, სტეარინის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: ვიკალინი – კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით. ბისმუტის ნიტრატი წარმოქმნის კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ფენას, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელ და რეპარაციულ მოქმედებას, ასევე ავლენს ბაქტერიციდულ აქტივობას Helicobacter pylori-ს მიმართ. მაგნიუმის კარბონატი და ნატრიუმის ჰიდროკარბონატი აქვეითებენ მჟავიანობას, ამცირებენ პეპსინის აქტივობას. ხეჭრელის ქერქი ავლენს საფაღარათო ეფექტს, კოთხუჯი და კელინი – სპაზმოლიზურ, რუტინი კი – ანთების საწინააღმდეგო ეფექტებს. 
ფარამაკოკინეტიკა. პრეპარატის მოქმედება წარმოადგენს მისი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებას, რაც შეუძლებელს ხდის ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარებას, რადგანაც შეუძლებელია მარკერების ან ბიოკლვლევების მეშვეობით ყველა კომპონენტის თვალყურის დევნება.

ჩვენებები
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, მათ შორის Helicobacter pylori-სთან ასოცირებული;
• გასტრიტი კუჭის მომატებული სეკრეტორული ფუნქციით.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ვიკალინი მიიღება პერორალურად, 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ, 50-100 მლ თბილი წყლის დაყოლებით.
მკურნალობის კურსი გრძელდება 1-3 თვე. 
აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 1 თვის შუალედის შემდეგ. 

გამოყენების თავისებურებანი.
პრეპარატის მიღებამდე და მიღების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში საჭიროა თავის შეკავება სასმელების, მაგარი საკვების, რძის მიღებისაგან.
მკურნალობის დროს განავალს აქვს მუქი მწვანე ან შავი ფერი. შესაძლებელია ენის პიგმენტაცია. მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია დეფეკაციის გახშირება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
• თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
• გასტრიტი კუჭის დაქვეითებული სეკრეტორული ფუნქციით.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული ვიკალინის მიღება ორსულობის პერიოდში, რადგან არ ჩატარებულა პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევები. 
მეძუძური დედების მიერ პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს დღემდე არ არის დარეგისტრირებული ინფორმაცია ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სიჩქარეზე რაიმე არასასურველი ზეგავლენის შესახებ.
ბავშვებიbr /> არ ჩატარებულა ბავშვებში ვიკალინის გამოყენებასთან დაკავშირებული კვლევები.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულის რევა, ღებინება, მეთჰემოგლობინემიის განვითარება, ქუთუთოების, ღრძილების შეშუპება.
მკურნალობა: სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი ამცირებს ტეტრაციკლინის, კუმარინის წარმოებულების შეწოვას. 
ვიკალინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ბისმუტის შემცველი პრეპარატების გამოყენება, სისხლში ბისმუტის შემცველობის გაზრდის რისკის თავიდან ასაცილებლად. 
არ არის რეკომენდირებული ვიკალინის ერთდორულად გამოყენება ალკალოიდებთან, გლიკოზიდებთან, ფერმენტულ პრეპარატებთან და ანტიბიოტიკებთან. შუალედი მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 საათს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა. 5 წელი. 
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

სად შევიძინოთ?