Plasmon
ვირუ-მერცი / Viru-Merz

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): thromantadine hydrochloride
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Merz Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 0.1 გ/10 გ 5გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
100 გ პრეპარატის შემადგენლობაში:
აქტიური ნივთიერება:
ტრომანტადინის ჰიდროქლორიდი        1,000 გ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი; სორბინის მჟავა; ჰიდროქსი ეთილცელულოზა; სორბიტი (სორბიტოლი), 70% ხსნარი; ლაქტოზის მონოჰიდრატი; გასუფთვებული წყალი. 
აღწერილობა:
გამჭირვალე გელი უფერულიდან ღია მოყვითალო და ღია ყავისფრამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივად გამოსაყენებელი ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება 

ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ვირუსის საწინააღმდეგო თვისებები. აქტიურია მარტივი ჰერპესის ვირუსის 1 და 2 ტიპის, შემომსარტყვლელი ჰერპესის წინააღმდეგ. აინჰიბირებს ვირუსის მიმაგრებას უჯრედების მემბრანის ზედაპირზე, ხელს უშლის ვირუსის შეღწევას უჯრედის შიგნით. ხელს უშლის უჯრედების შეერთებას და გლიკოპროტეინების სინთეზის ცვლილების ხარჯზე აფერხებს ვირუსის გავრცელებას. 

ფარმაკოკინეტიკა
გელის კანზე გამოყენებისას მისი შეწოვა მინიმალურია, აქტიური ნივთიერება არ განისაზღვრება სისხლში და შარდში.

ჩვენებები
მარტივი ჰერპეს ვირუსით და შემომსარტყვლელი ჰერპესით გამოწვეული კანის საფარველის ანთებითი დაავადებები. 

მიღების წესები და დოზები
გარეგანი გამოყენებისთვის. გელი გამოიყენება კანის დაზიანებულ უბანზე 3-5-ჯერ დღეში (აუცილებლობის შემთხვევაში უფრო ხშირად), მსუბუქი შეზელვით. მკურნალობის კურსი როგორც წესი შეადგენს 2-3 დღეს. თუ პრეპარატის გამოყენებისას არ შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.  

განსაკუთრებული მითითება
მკურნალობის ეფექტურობა მით უფრო მაღალი იქნება, რაც უფრო ადრე დაიწყება იგი (ინფექციის საწყისი ნიშნების გამოვლენიდან პირველი 2-3 საათის განმავლობაში). არ არის რეკომენდებული გარეგანი გამოყენების ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ბუშტუკების წარმოქმნის სტადიაზე. პრეპარატი არ აფერხებს ჰერპესის გადაცემას სასქესო ორგანოების გზით, ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება სქესობრივი კონტაქტისგან, მაშინაც კი თუ სექსუალურ პარტნიორს არ გამოუვლინდება კლინიკური ნიშნები. გელი არ გამოიყენება თვალის მიდამოში. 

გვერდითი მოვლენები
არც ისე ხშირად (1/1000-ზე მეტი და 1/100 ნაკლები): ალერგიული რეაქციები; 
ძალიან იშვიათად (1/10000-ზე ნაკლები): კონტაქტური დერმატიტი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ტრომანტადინის, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის, სორბინის მჟავის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების  მიმართ. კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
არ არის დადგენილი.

შენახვის ვადა 
3 წელი. პირველი გახსნიდან გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ. 

სად შევიძინოთ?