შემადგენლობა:
ლუთეინი, ზეაქსანტინი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლუთეინი და მისი იზომერი ზეაქსანტინი არიან კაროტინოიდები, რომლებიც მიეკუთვნება ქსანტოფილების ჯგუფს. ლუთეინი და ზეაქსანტინი არჩევითად შედიან თვალის ბადურის, მაკულის და ბროლის შემადგენლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტური და ანტირადიკალური მოქმედება, რითაც იცავს თვალს და მის ნაწილებს მავნე განათებებისაგან. ლუთეინი ზრდის მაკულარული პიგმენტის სიმკვრივეს. ახორციელებს დაცვას ორი გზით: ლურჯი შუქის შთანთქმის გზით მანამ, სანამ ის მიაღწევს ფოტორეცეპტორებს და მეორეს მხრივ, ჩამქრობი ეფექტის დახმარებით, რომელიც განსაზღვრავს ერთჯერადი ჟანგბადის და სხვა თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას. ლუთეინი და ზეაქსანტინი ფართოდ გამოიყენება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალშობილებში ძლიერი განათებისგან თვალის დაცვაში. კვლევებით დადგინდა, რომ ახალშობილებში ლუთეინი მაღლა სწევს ბიოლოგიური ანტიოქსიდანტების დონეს და აქვეითებს რადიკალების სიჩქარეს.
ჩვენება:
ნაადრევი რეტინოპათია
პიგმენტური რეტინოპათია
სიელმე (სტრაბიზმი)
საცრემლე ჯირკვლის დაავადებები
რეფრაქციის დარღვევა (ჰიპერმეტროპია მიოპია, მიოპიური ასტიგმატიზმი და შერეული ასტიგმატიზმი, ამბლიოპია (ზარმაცი თვალი))
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია:
0 წლიდან 2 წლამდე: 3 წვეთი1-ჯერ დღეში
2 წლიდან 5 წლამდე: 5 წვეთი 1-ჯერ დღეში
5 წლიდან ზემოთ: 5 წვეთი 2-ჯერ დღეში
პრეპარატის მიღება შესაძლებელია უშუალოდ პირის ღრუში ფლაკონის საწვეთურიდან ჩაწვეთებით ან ჩაის კოვზის დახმარებით. გამოყენების წინ ბოთლი აუცილებლად შეანჯღრიეთ
გამოშვების ფორმა:
ორალური წვეთი 6მლ #1
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება. არ გამოიყენოთ პრეპარატი მის რომელიმე კომპონენტზე ალერგიის ან მომატებული მგრძნობელობის დროს. გამომდინარე იქიდან, რომ პრეპარატი შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, სხვადასხვა პარტიას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფერი, ეს არ არის დაკავშირებული მზა პროდუქტის ხარისხთან.
შენახვის პირობები და ვადები:
იხილეთ შეფუთვაზე
ინახება არაუმეტეს 20 ° C ტემპერატურის პირობებში, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას (3 წლამდე ბავშვები).