ვიტაგამა D3 5.600 ს.ე. / VITAGAMMA® D3 5.600 I.E.
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): colecalciferol
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → D ჯგუფის ვიტამინები → D3 ვიტამინის პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: WORWAG Pharma
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20; #50
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
თუ რანდენად მნიშვნელოვანია D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ეს ყველასთვის ცნობილია. ვიტამინებს შორის D ვიტამინი ყველაზე მნიშვნელოვანია - ის აუმჯობესებს სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციას.
რა არის ვიტაგამა D3 5.600 ს.ე. NEM?
ვიტაგამა D3 5.600 ს.ე. არის ვიტამინი, რომელიც შედგება 5.600 საერთაშორისო ერთეული (ქოლეკალციფეროლი) D3 ვიტამინისგან.
D ვიტამინი - რომელსაც აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით წარმოიქმნება კანში, შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან და ღვიძლსა და თირკმელებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში (1,25 - დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი). გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი და აგრეთვე სოკო.
როდის უნდა მივიღოთ ვიტაგამა D3 5.600 ს.ე. NEM?
D ვიტამინი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ვუზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინით. ვიტაგამას მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს.
D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო: |
ვისთვის არის განკუთვნილი ვიტაგამა D3 5.600 ს.ე. ვიტამინი D3 NEM?
გერმანიის მოსახლეობის ყოველი მეორე მოსახლე განიცდის D ვიტამინის ნაკლებობას.
D ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორებმა:
არ იღებთ საკმარისი რაოდენობის თევზეულს და ღვიძლს. ზაფხულის პერიოდში, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ვერ იღებთ საკმარისი რაოდენობის მზის ულტრაიისფერ სხივებს, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით: ჩაცმულობა, მზის დამცავი საშუალებების მოხმარება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ 65 წლის ასაკიდან, ასაკის მატებასთან ერთად იწყება კანის გათხელება.
ვიტაგამა D3 5.600 ს.ე. ვიტამინი D3 NEM მოხმარების წესი
იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადით ვუზრუნველყოთ ორგანიზმი D ვიტამინით, რეკომენდირებულია მივიღოთ ის რეგულარულად, წელიწადის დროისა და მზის აბაზანების მიუხედავად. რადგან D ვიტამინი როგორც უცხიმო ვიტამინი ცხიმოვან ქსოვილში ინახება, არ არის მისი ყოველდღიური მიღება აუცილებელი.
ვიტაგამა D3 5600 ს.ე.1 ტაბლეტში შეიცავს 140µგ (5.600 ს.ე.) D3 ვიტამინს.
კვირაში ერთხელ ვიტაგამა D3 5600 ს.ე.-ს თითო ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს D ვიტამინით ხანგრძლივი დროით.
ტაბლეტი მიიღეთ სითხესთან ერთად ჭამის დროს, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ.
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა:
შემავსებელი ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა, D ვიტამინის კონცენტრატი (ჟელატინი, შაქარი, სიმინდის სახამებელი), სოიოს ზეთი ნაწილობრივ გამკვრივებული, ქოლეკალიფეროლი (D3 ვიტამინი), ანტიოქსიდანტები ალფა ტოკოფეროლი), შემავსებელი ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი და სილიციუმის დიოქსიდი, სტაბილიზატორი: ტალკი და ცხიმიანიმჟავის მონო- და დიგლიცერიდი, შემავსებელი ნივთიერება: ნატრიუმის კარბოქსიმეთილის ცელულოზა
- გლუტენის და ლაქტოზას გარეშე -
- კონსერვანტების და საღებავების გარეშე
შენიშვნა:
არ მიიღოთ ჭარბი დოზა. არ მიიღოთ საკვები დანამატი როგორც საკვების შემცვლელი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C.
ვიტაგამა D3 5.600 ს.ე. ვიტამინი D3 NEM |
||
ნივთიერება |
თითო ტაბლეტში |
მნიშვნელოვანია |
D3 ვიტამინი |
140µg (=5.600 s.e.) |
• ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმისთვის |