Plasmon
ვიტალინკ D3 ფორტე / VITALINK D3 FORTE


შემადგენლობა:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 400 სე

დამატკბობლად შეიცავს სუკრალოზას

არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს, არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; ვიტამინი D, ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის სრულფასოვან განაწილებას და იცავს კანს მზის UV სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის, პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის

ჩვენება:
ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
რაქიტის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
ჰიპოკალცემიური ტეტანია
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
მალაბსორბცია
ლაქტაზის აუტანლობა
პოსტმენოპაუზური პერიოდი
ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის კომპლექსური თერაპია (როგორც დამხმარე საშუალება)
ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებების მკუნალობა (როგორც დამხმარე საშუალება)

დოზირების მეთოდი:
1 დოზირებული შესხურება 1 ჯერ დღეში  
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს ექიმი პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე  
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის შერევა შესაძლოა ნებისმიერ სითხესთან

გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

გამოშვების ფორმა:
ორალური სპრეი 10 მლ, ბანანის არომატით. თვითოეული შესხურება 10 მკგ (400 სე) D ვიტამინის ექვივალენტურია.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  კოლოფზე

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი

სად შევიძინოთ?