ვიტამინი D3 / Vitamin D3
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): colecalciferol
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → D ჯგუფის ვიტამინები → D3 ვიტამინის პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: GENERICA
- მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკია
- გამოშვების ფორმა: 10 მლ წვეთები ფლაკონი №1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
აქტიური ნივთიერების შემცველობა:
აქტიური ნივთიერება |
1 წვეთში |
RDD* |
2 წვეთში |
RDD* |
ვიტამინი D3 Quali-D |
10,0 მკგ (400 ს.ე.) |
200% |
20,0 მკგ (800 ს.ე.) |
400% |
*RDD - რეკომენდებული დღიური დოზის %
ნივთიერებები:
მატარებელი: ზეითუნის ზეთი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3), ანტიოქსიდანტი: ალფა-ტოკოფეროლი
თავისებურებები:
ვიტამინი D3 400 ს.ე. ხელს უწყობს D ვიტამინის კომფორტულ მიწოდებას ბავშვებში დაბადების პირველი თვიდან. ის ასევე გამოიყენება მოზრდილებში და ხანდაზმულებში, რომლებისთვისაც წვეთები უმჯობესია ვიდრე ტაბლეტები ან კაფსულები. განსაკუთრებით რეკომენდებულია პირებში, რომლებიც მცირე ხნით იმყოფებიან მზეზე.
მზე არის D ვიტამინის ძირითადი წყარო. ზამთრის თვეებში, ადამიანის ორგანიზმი არ იმყოფება მზის საკმარისი სინთალის ქვეშ D ვიტამინის წარმოსაქმნელად, მაგრამ ასაკთან ერთად ორგანიზმის უნარი, მოახდინოს D ვიტამინის სინთეზი მზის სინათლით, მცირდება.
ვიტამინი D3 400 ს.ე. წვეთები დამზადებულია ზეითუნის ზეთზე, რაც არ აღიზიანებს კუჭს.
ვიტამინი D საჭიროა ბავშვებში ნორმალური ზრდის და ძვლების განვითარებისთვის.
იგი ხელს უწყობს:
* ორგანიზმში კალციუმის სწორ აბსორბციას და უტილიზაციას.
* ჯანმრთელი კბილების და ძვლების შენარჩუნებას.
* კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას
* იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
* D ვიტამინი მონაწილეობს უჯრედის დაყოფაში
ვიტამინი D3 400 ს.ე. წვეთები შეიცავს გასუფთავებულ ვიტამინ D3, რომელსაც ეწოდება Quali - D. ეს იგივეა, რაც ნატურალურად წარმოიქმნება ორგანიზმში კანზე მზის სხივების ექსპოზიციისას. Quali-D მიიღება ლანოლინისგან, რომელიც მდიდარია D ვიტამინის წყაროთი ცხვრის მატყლისგან. Quali-D არ შეიცავს ალერგენებს, ცხოველურ ნივთიერებებს და GMO-ს.
რეკომენდებული დოზირება:
ჩვილები 0 თვის ასაკიდან და 12 წლამდე ასაკის ბავშვები : დღეში 1 წვეთი.
ბავშვები 12 წლის ასაკიდან და მოზრდილები - 2 წვეთი დღეში.
ჩააწვეთეთ ერთი წვეთი ბავშვის საკვებში ან საწოვარაზე ან სუფთა კოვზზე რძესთან ერთად.
ბავშვები და მოზრდილები იღებენ წვეთებს სითხესთან ერთად კოვზით.
დოზირება სხვა პრეპარატებთან ერთად ან ორსულებში უნდა შეირჩეს ექიმის მიერ.
გაფრთხილებები:
საკვები დანამატების გამოყენება დაუშვებელია მრავალფეროვანი დიეტის მაგივრად.
მითითებული რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.
არ მიიღოთ ერთსადაიმავე დროს სხვადასხვა ფორმულები, რომლებიც შეიცავებ D ვიტამინს .
პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და ბნელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე! მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი სტილი მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჯანმრთელობისთვის.