Plasmon
ვიტამინი D3 / Vitamin D3


აქტიური ნივთიერების შემცველობა:


აქტიური ნივთიერება

1 კაფსულაში

RDD*

ვიტამინი D3 Quali-D

50,0 მკგ (2000 ს.ე.)

1000%

 

*RDD - რეკომენდებული დღიური დოზის %

 

ნივთიერებები:

მატარებელი: მზესუმზირის ზეთი, გასუფთავებული წყალი, მაჟელატინიზირებელი საშუალება: ჟელატინი; დამატენიანებელი: გლიცერინი; ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)

თავისებურებები:

ვიტამინი D ხელს უწყობს:

* ორგანიზმში კალციუმის სწორ აბსორბციას და უტილიზაციას.

* ჯანმრთელი კბილების და ძვლების შენარჩუნებას.

* კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას

* იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

* D ვიტამინი მონაწილეობს უჯრედის დაყოფაში

ვიტამინი D3 2000 ს.ე. განსაკუთრებით რეკომენდებულია პირებში, რომლებიც მცირე დროით არიან მზის სინათლის ქვეშ. მზე არის D ვიტამინის ძირითადი წყარო. ზამთრის თვეებში, ადამიანის ორგანიზმი არ იმყოფება მზის საკმარისი სინთალის ქვეშ D ვიტამინის წარმოსაქმნელად, მაგრამ ასაკთან ერთად ორგანიზმის უნარი, მოახდინოს D ვიტამინის სინთეზი მზის სინათლით, მცირდება.

ვიტამინი D3 2000 ს.ე. შეიცავს გასუფთავებულ ვიტამინ D3, რომელსაც ეწოდება Quali - D. ეს იგივეა, რაც ნატურალურად წარმოიქმნება ორგანიზმში კანზე მზის სხივების ექსპოზიციისას. Quali-D მიიღება ლანოლინისგან, რომელიც მდიდარია D ვიტამინის წყაროთი ცხვრის მატყლისგან. Quali-D არ შეიცავს ალერგენებს, ცხოველურ ნივთიერებებს და GMO-ს.

რეკომენდებული დოზირება:

დღეში 1 კაფსულა ჭამის შემდეგ, წყლის მიყოლებით. ზაფხულის თვეებში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს დღიურ დოზებთან დაკავშირებით.

გაფრთხილებები:

საკვები დანამატების გამოყენება დაუშვებელია მრავალფეროვანი დიეტის მაგივრად.

მითითებული რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.

არ მიიღოთ ერთსადაიმავე დროს სხვადასხვა ფორმულები, რომლებიც შეიცავებ D ვიტამინს .

არ გამოიყენება ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის დროს.

პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და ბნელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე! მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი სტილი მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჯანმრთელობისთვის.

სად შევიძინოთ?