Plasmon
ვიტამინი E / Vitamin E


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფსულები: ფლაკონში 30 ც.
1 კაფს.
E ვიტამინი (ტოკოფეროლ აცეტატი). . . . . . 100 მგ 
 1 კაფს.
E ვიტამინი (ტოკოფეროლ აცეტატი). . . . . . 200 მგ   
1 კაფს.
E ვიტამინი (ტოკოფეროლ აცეტატი). . . . . . 400 მგ 
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ჟელატინი, გლიცეროლი 75%, მეთილპარაბენი, საღებავი წითელი Rubor ponceau 4R (E 124), გასუფთავებული წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ვიტამინური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის და ასევე სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად. მონაწილეობს ნუკლეინის მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმული რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. დიდ დოზებში ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას შეიწოვება 20% - 40% (აუცილებელია ნაღვლის არსებობა და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება). დოზის გაზრდისას აბსორბციის ხარისხი მცირდება. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/ლ. ექსკრეცია ძირითადად ფეკალიებთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონიდებისა და სხვა მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები
- E ვიტამინის ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- კომპლექსური თერაპიის სახით, მენსტრუალური ციკლის დარღვევის, სახსრებისა და ხერხემლის მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებების ჰორმონული მკურნალობისას;
- გადატანილი დაავადებების შემდეგ რეკონვალესცენციის მდგომარეობები;
- არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
- მომატებული ფიზიკური დატვირთვა.

დოზირების რეჟიმი
კაფსულები 100 მგ: უფროსებს 2-4 კაფსულა დღეში.
კაფსულები 200 მგ: უფროსებს 1-2 კაფსულა დღეში.
კაფსულები 400 მგ: უფროსებს 1 კაფსულა დღეში.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს (ჰორმონალური თერაპიის დამატების სახით) 300-400 მგ დღე გამოშვებით თანმიმდევრობით, ციკლის მე-17 დღიდან დაწყებული.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, გასტრალგია.
იშვიათად მიდრეკილ პაციენტებში ვითარდება კრეატინური, კრეატინკინაზას აქტივობის მომატება, სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება, თრომბოფლებიტები, ფილტვების თრომბოემბოლია, თრომბოზი. 

უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით – ავადმყოფებში მძიმე კარდიოსკლეროზით და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია, შეიძლება გაუარესდეს E ვიტამინის 400 სე-ზე უფრო დიდი დოზების გამოყენებისას. 

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.  
განსაკუთრებული მითითებები
თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს, ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს თეთრი თმები.

ჭარბი დოზირება
E ვიტამინის მაღალი დოზები (400-800 მგ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) იწვევს მხედველობის დარღვევას, ფაღარათს, თავბრუს, თავის ტკივილს, გულისრევას, ადვილად დაღლილობას, გულყრას, ბუშტუკოვანი ეპიდერმოლიზის დროს ალოპეციის ადგილებში თეთრი თმების გაზრდას.
ძალიან მაღალი დოზები (800 მგ-ზე მეტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში) იწვევენ სისხდენებს პაციენტებში K ვიტამინის უკმარისობით; მათ შეუძლიათ დაარღვიონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმი და მგრძნობიარე პაციენტებში გაზარდონ თრომბოფლებიტების და თრომბოემბოლიების განვითარების საშიშროება.
მკურნალობა: სიმპტომატური, პრეპარატის მოხსნა. 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს. ზრდის ანტიეპილეფსური საშუალებების ეფექტურობას ეპილეფსიით ავადმყოფებში (სისხლში მომატებულია ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების შემცველობა). რკინა ზრდის E ვიტამინის დღიურ მოთხოვნას. E ვიტამინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზა აღემატება 400 სე-ს დღეში.
არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება სხვა ვიტამინური კომპლექსებისა, რომლების E ვიტამინს შეიცავენ, ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად.
E ვიტამინის დანიშვნამ მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი. 400 სე-ზე მაღალი დოზებით E ვიტამინის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან (კუმარინის წარმოებულები და ინდანდიონი) ზრდის ჰიპოთრომბინემიისა და სისლდენების განვითარების საშიშროებას.
კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები აქვეითებენ შეწოვას.   

შენახვის პირობები და ვადა 
პრეპარატი ინახება  15-30oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. 
სად შევიძინოთ?