Plasmon
ვიტ B კომპლექსი / Vit.B Complex


შემადგენლობა

ვიტამინი B2 1.7 მგ
ვიტამინი B5 30 მგ 
ვიტამინი B6 2 მგ
ვიტამინი B12 1200 მკგ
ვიტამინი PP (ნიაცინი) 20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი გამოირჩევა B ჯგუფის ვიტამინების ბალანსირებული შემცველობით. ენისქვეშა ლორწოვანში არსებული ჭარბი ვასკულარიზაცია უზრუნველყოფს ხსნარის სრულ შეწოვას ორგანიზმში. ვიტ. B კომპლექსი სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში ხვდება კუჭის, ნაწლავისა და ღვიძლის გვერდის ავლით. პრეპარატს გააჩნია გარანტირებული და სწრაფი ეფექტი. ვიტამინი B2 მონაწილეობს ცილების, ცილების, ნახშირწყლების ცვლაში.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებში, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული ტროფიკული დაზიანებების აღდგენას. 
ვიტამინი B5 მონაწილეობს კორტიკოსტეროიდების სინთეზში. არის ნივთიერებათა ცვლის სტიმულატორი, ამცირებს ცხიმოვან მარაგს ორგანიზმში, იცავს ორგანიზმს სტრესისაგან.
ვიტამინი B6 აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამინომჟავებისა და ნეირომედიატორების ბიოსინთეზში. 
ვიტამინი B12 მონაწილეობს მიელინის გარსის სინთეზში, ამცირებს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებისაგან გამოწვეულ ტკივილს. ასტიმულირებს ჰემოპოეზს, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციებზე. 
ვიტამინი PP მონაწილეობს სასქესო ჰორმონების, კორტიზონის, თიროქსინისა და ინსულინის სინთეზში. აუცილებელია ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ანაბოლური პროცესებისათვის. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მეტაბოლურ პროცესებს, ღვიძლის ფუნქციას.

ჩვენებები
ნევრიტი, ნევრალგია, მიალგია, ოსტეოქონდროზი, რადიკულოპათია, ლუმბოიშალგია, პოლინეიროპათია (ალკოჰოლური, დიაბეტური) კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი 
B12 დეფიციტური ანემია
ჰერპესული ინფექცია
სტრესული, ასთენიური, ნევროზული მდგომარეობები
ეგზემა, დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი

მიღების წესები და დოზები
ინიშნება სითხით სავსე პიპეტი 1–4–ჯერ დღეში.
გადაყლაპვამდე სითხე დაყოვნებული უნდა იქნას ენისქვეშ 30 წამის განმავლობაში. გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიცავს ალკოჰოლს, შაქარს. აქვს სასიამოვნო გემო.

სად შევიძინოთ?