ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ვიტამინი D3 დროპსი

Vitamin D3 drops

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 50 მლ ბოთლი საწვეთურით
მწარმოებელი: Natures aid (დიდი ბრიტანეთი)

აქტიური ნივთიერებები:

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

Bioxsine (გეფა)

აღწერა

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება 20 000 სე  D3 . დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები- ქოქოსის ზეთი.
1 მლ შეიცავს: ვიტამინ D3 -400 სე.

გამოყენების სფერო:
D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილატიკა და მკურნალობა: ახალშობილები,ჩვილები, ბავშვები და მოზრდილები, კარიესის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან მზის სხივების ზემოქმედებას, ორსულები, მეძუძურები, რაქიტი, ჰიპოკალცემიური ტეტანია, ოსტეომალაცია, მეტაბოლური ოსტეოპათიები, მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა, ოსტეოპოროზის დამატებითი სამკურნალო საშუალებები, ჰიპოპარათირეოიდიზმი. 

დოზირება და მიღების წესი:
დ3 დროპსის წვეთები შექმნილია ჩვილობიდან მოზარდობის ასაკში გამოსაყენებლად.პრეპარატი მოცულობითა და კონცენტრაციით სამყოფია 50-100 დღის განმავლობაში.


მიიღება
:
ჩვილობიდან 0,5-1 მლ 1-2ჯერ დღეში.  შესაძლებელია დაწვეთდეს დედის ძუძუს დვრილზე ან ბავშვის მატყუარაზე. შესაძლებელია მიღება პირდაპირ ამ შერევა წვენსა და საკვებში. 

გვერდითი მოვლენები:
ხანგრძლივად დიდი დოზით მკურნალობამ  შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი. ამ დროს უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ექიმთან კონსულტაცია. 

განსაკუთრებული მითითებები:
პროდუქტი არ შეიცავს არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებს, ლაქტოზას, საფუარასა და წებოვანას. 

გამოშვების ფორმა:
50 მლ ბოთლი საწვეთურით.(დანაყოფებიანი საწვეთური)

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისია გახსნიდან 4 თვის განმავლობაში.


აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ. 

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

Cordex

Cordex

ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი