Plasmon
ვიტოკიდი / Vitokid


შემადგენლობა:

ვიტ. A

1000 სე

ვიტ. D3

200 სე

თიამინი (ვიტ. B1)

1 მგ

რობოფლავინი (ვიტ. B2)

0.5 მგ

ნიაცინამიდი(ვიტ. B5)

5 მგ

პირიდოქსინი (ვიტ.B6)

0.6 მგ

ციანკობალამინი (ვიტ B12)

1 მკგ

შავი გლუკონატი

17.14 მგ

თუთიის გლუკონატი

6.97 მგ

ვიტამინი А მონაწილეობს: ჟანგვა-აღდგენის, ცილის სინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ძვლისა და კბილის ფორმირებაში, ახალი უჯრედების განვითარებასა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში (იცავს ორგანიზმს გაციებისა და გრიპისაგან, სასუნთქი გზების, საყლაპავი ტრაქტისა და საშარდე სისტემის ინფექციებისაგან). ბავშვის სისხლში А ვიტამინის შემცველობა, წითელასა და ჩუტყვავილას (ბატონების) ადვილად გადატანის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ვიტ.D 3  წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს.                        

ვიტამინი B1 წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის მნიშვნელოვან კომპონენტს, შედის რა კეტომჟავების დეკარბოქსილირებაში მონაწილე კოენზიმის შემადგენლობაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. მონაწილეობს ნერვული იმპულსის გატარებაში სინაპსებში. ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს.      

 ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვან კატალიზატორს. არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, რიბოფლავინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის კანის), უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ვიტამინი B6 ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, აძლიერებს ნერვულ სისტემას, არის ანტიდეპრესანტი.

ნიაცინი (B 5-ნიაცინამიდი) - მონაწილეობს ქსოვილების სუნთქვის, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლის პროცესებში, თავის ტვინის ფუნქციების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საკვებ გადამამუშავებელი ორგანოებისა და სისხლის სისტემის დარეგულირებაში.

ვიტამინი B12 – გააჩნია იმუნომოდულაციური, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.  აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას, ზრდის მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, სისხლის შედედების პროცესების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის პროცესების გააქტიურებაზე.

შავი გლუკონატი  გამოიყენება  რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ (სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობით გამოწვეული, რომელსაც ახლავს ორგანიზმში ძალიან მცირე რკინის შემცველობა).

თუთია – ადამიანის ორგანიზმში არსებული მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ერითროციტებში შედის ძირითადად თუთიის მეტალოენზიმის კარბოანჰიდრაზას შემადგენლობაში და ნაკლებადაა სისხლში ალფა-2-მაკროგლობულინთან შეკავშირებული სახით. შედის 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენლობაში, რომლებიც აკატალიზებენ დნმ, რნმ და ცილების სინთეზის მნიშვნელოვან ეტაპებს. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქსოვილების ზრდასა და განვითარებაზე, დადებითად მოქმედებს ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური განვითარების ჩამორჩენის დროს. 

ჩვენება: ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია, კვებითი დარღვევები, რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდგომ. ვიტამინების მომატებული მოთხოვნილება, მათ შორის ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი, გრიპის და ანტიბიოტიკო თერაპიის შემდგომი პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:  ახალშობილებში და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 მლ ერთჯერ დღეში
1 წლის ზემოთ ბავშვებში 2,5 მლ. დღეში.
მკურნალობის კურსს ადგენს ექიმი, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

გამოშვების ფორმა: 30 მლ წვეთები.

სად შევიძინოთ?