საინექციო წყალი – გამხსნელი წამლების საინექციო ფორმების მოსამზადებლად.
1 ამპულა შეიცავს 2 მლ საინექციო წყალს; შეფუთვაში 10 ამპულა.
აღწერა:
გამჭირვალე უფერო, უსუნო სითხე.
საინექციო წყალი – გამხსნელი. ადამიანის სხეულში წყალი აუცილებელია მუდმივი ცვლის პროცესებისათვის. ნორმალურ პირობებში წყალი გამოიყოფა შარდით, განავლით, ოფლით და სუნთქვისას. სითხის დაკარგვა ოფლით, სუნთქვისას და განავლოვანი მასებით ხდება სითხის შეყვანისგან დამოუკიდებლად. ადექვატური ჰიდრატაციის შენარჩუნებისათვის მოზრდილებში საჭიროა 45 მლ/კგ/დღეღამეში წყალი, ხოლო ბავშვებში – 45-100 მლ/კგ, ახალშობილებში – 100-165 მლ/კგ. საინექციო წყალი გამოიყენება საინფუზიო და საინექციო ხსნარების მოსამზადებლად. უზრუნველყოფს ოპტიმალურ პირობებს სუბსტრატების და წყლის შეთავსების ეფექტურობისათვის.
გადამტანის ან გასაზავებელი ხსნარის სახით, ფხვნილებიდან, ლიოფილიზატებისა და კონცენტრატებისაგან სტერილური საინფუზიო (საინექციო) ხსნარების მოსამზადებლად. საინექციო წყალი გამოიყენება სტერილური ხსნარების მოსამზადებლად, მათ შორის კანქვეშ, ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად შესაყვანად. გარეგანი გამოყენებისათვის - ჭრილობების მოსაბანად და შესახვევი მასალის დასანოტივებლად.
დოზა და შეყვანის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს გასაზავებელი სამკურნალო საშუალებების დოზირების ინსტრუქციებს. საინექციო წყლის გამოყენებით სამკურნალო საშუალებების გამხსნელების მომზადება უნდა ხდებოდეს სტერილურ პირობებში (ამპულის გახსნა, შპრიცის და ჭურჭლის ავსება სამკურნალო საშუალებებით).
მონაცემები არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ სამკურნალო საშუალების ხსნარის მოსამზადებლად მითითებულია სხვა გამხსნელი.
საინექციო წყლის შეყვანა პირდაპირ სისხლძარღვში არ შეიძლება დაბალი ოსმოსური წნევის გამო (ჰემოლიზის რისკი!)
ინახება 4-დან 25oC–მდე ტემპერატურის პირობებში. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 2 წელი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით)