Plasmon
ველმენ პლუსი / Wellman Plus

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Vitabiotics
  • მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • გამოშვების ფორმა: მულტინუტრიენტული ტაბლეტი # 28 და ომეგა-3,6,9 კაფსულა #28 ერთ კოლოფში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 წარმოადგენს იდეალურ ფორმულას, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ყველა ასაკის მამაკაცისთვის ჯანმრთელობის და შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

იგი შეიცავს ჟენშენს, ამინომჟავებს, კოენზიმ Q-10-ს და L-კარნიტინს და სხვა მნიშვნელოვან ნუტრიენტებს.

მისი უპირატესობა მდგომარეობს შემადგენლობაში ცხიმოვანი მჟავების - ომეგა 3,6,9-ს არსებობა, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისუნარიანობის და ენერგიის წყაროს.

ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 განსხვავდება ჩვეულებრივი მულტივიტამინებისა და მინერალებისაგან, რადგან მასში შემავალი თითოეული ინგრედიენტის დონე ოპტომალურად არის შერჩეული მამაკაცის ორგანიზმისთვის, რაც ეყრდნობა საერთაშორისო კვლევების მტკიცებულებებს.

 

მოქმედება: ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 – ასტიმულირებს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლისმომნელებელი, საყრდენმამოძრავებელი და რეპროდუქციული სისტემის მუშაობას მამაკაცის ორგანიზმში. ავლენს ზოგად გამაჯანსაღებელ და დაცვით მოქმედებას. 

 

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი 1  აბი

ვიტამინი A (2500 სე) 750 მკგ

ვიტამინი D (D3-ის სახით 200 სე) 5 მკგ 

ვიტამინი E (ბუნებრივი წყარო) 20 მგ

ვიტამინი C 60 მგ 

ვიტამინი B1 12 მგ

ვიტამინი B2 5 მგ 

ვიტამინი B3 20 მგ 

ვიტამინი B6 9 მგ  

ფოლის მჟავა 400 მკგ  

ვიტამინი B12 9 მკგ

ბიოტინი 50 მკგ

პანთოტენის მჟავა 10 მგ

მაგნიუმი 50 მგ

რკინა 6 მგ

თუთია 15 მგ

სპილენძი 1000 მკგ

მანგანუმი 3მგ

სელენი 150 მკგ 

ქრომი 50 მკგ

იოდი 150 მკგ

სილიციუმი 10 მგ 

არგინინი 20 მგ

მეთიონინი 20 მგ

ბეტაკაროტინი 2 მგ

P.A.B.A 20 მგ

ჟენშენი 20 მგ

ბიოფლავონოიდები 10 მგ

კოენზიმ Q-10 2 მგ

L-კარნიტინი 30 მგ 

 

აქტიური ინგრედიენტი  1 კაფსულა

ომეგა-3 თევზის ქონი 400 მგ

წარმოქმნის ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას 185 მგ

შავი მოცხრის თესლის ზეთი 100 მგ

წარმოქმნის ომეგა-6 ცხიმოვან მჟავას 50 მგ

გოგრის თესლის ზეთი 100 მგ

წარმოქმნის ომეგა-6 ცხიმოვან მჟავას 40 მგ

ზეითუნის ზეთი 60 მგ

წარმოქმნის ომეგა-9 ცხიმოვან მჟავას 28 მგ

 ვიტამინი E 9,8 მგ

 

ომეგა-3 – რომელიც მიღებულია თევზის ქონისგან წარმოადგენს DHA (დეკოზაჰექსანმჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანმჟავა) მდიდარ წყაროს. რომლებიც მიეკუთვნებიან შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და საჭიროა მისი

საკვების სახით მიღება.

მისი როლი მნიშვნელოვანია:

• გული, არტერიული წნევა, ლიპიდების დონე

• სახსრები და კანი

• თავის ტვინი და ემოციური წონასწორობა

• ჯანმრთელი მხედველობა

• მონაწილეობს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში. 

 

ომეგა-6 – მიღებულია შავი მოცხარის და გოგრის თესლის ზეთისგან.

მისი როლი მნიშვნელოვანია:

• ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნება.

• მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

• წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციონირება.

 

ომეგა-9 – მიღებულია ზეითუნის ზეთისგან.

მისი როლი მნიშვნელოვანია:

• ქოლესტერინის ნორმალური დონის და ჯანმრთელი გულის შენარჩუნება.

• ძლიერი იმუნური სისტემა.

• მონაწილეობს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში. 

 

ჩვენება: მომატებული ფიზიკური და ემოციური დატვირთვებისას, ცხოვრების აქტიური სტილის დროს, სპორტსმენებისთვის, დაუბალანსებელი კვებისას, მავნე ჩვევების, სტრესის და არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების არსებობისას. 

 

მიღების წესი: დღეში ერთი  აბი (ლურჯი ბლისტერი) დამატებული ერთი კაფსულა (წითელი ბლისტერი) საკვებთან ერთად ერთი სავსე ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. ველმენის მიღება არ შეიძლება უზმოზე. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება. 

 

არ შეიცავს: კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, გლუტეინს, მარილსა და საფუარს.

გამოშვების ფორმა: 28 მულტინუტრიენტული  აბი და 28 ომეგა-3,6,9 კაფსულა ერთ კოლოფში.

გაცემა: ურეცეპტოდ

სად შევიძინოთ?