ველთინი პლუსი არის ბრიტანული ხარისხის 100% -ით ნატურალური
ველთინი პლუსი სპეციალურად არის შექმნილი 13-19 წლის ასაკის თინეიჯერი ბიჭებისთვის და წარმოადგენს უნიკალურ ფორმულას, რომელიც ვიტამინებისა და მონერალების ფართო სპექტრთან ერთად შეიცავს კოენზიმ Q-10-ს, L-კარნიტინსა და ომეგა-3-ს. (ველთინში შემავალი თევზის ქონი წარმოადგენს უმაღლესი ფარმაცევტული სტანდარტების მქონე ნორვეგიულ თევზის ქონს).
მოზარდების დღევანდელი ძალზედ აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე: დატვირთული სოციალური გარემო, გამოცდები, სპორტი, ემოციური სტრესი, ორგანიზმში მიმდინარე აქტიური ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ცვლილებები, გასაკვირი არ უნდა იყოს ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება ნუტრიენტებზე.
ველთინი პლუსი შექმნილია სწორედ ამ გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად.
ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრთან ერთად ველთინ პლუსს დამატებული აქვს ომეგა-3 თევზის ქონი, კოენზიმ Q-10, L- კარნიტინი და ტომატის ექსტრაქტი - ლიკოპენის წყარო.
ომეგა-3 თევზის ქონი, EPA და DHA, Zn, Fe, I, პანთოტენის მჟავა ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის გაზრდას, თავის ტვინის ჟანგბადით უკეთ მომარაგებას.
ლიკოპენი - უდიდესი როლი ენიჭება მამაკაცის მომწიფების პროცესში.
თუთია და სელენი B კომპლექსთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის შენარჩუნებას და ენერგიის გამომუშავებას.
რკინა და თუთია ასევე მნიშვნელოვანია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, განსაკუთრებით დასწავლის და მახსოვრობისთვის. რკინას უდიდესი როლი ენიჭება ჰემოგლობინის სინთეზის პროცესში, რაც უზრუნველყოვს ჟანგბადის უჯრედებამდე და ქსოვილებამდე მიტანას. რკინა ასევე წარმოადგენს კოფაქტორს ზოგიერთი ენზიმებისთვის, რომლებიც ენერგიის გამომუშავებაში მონაწილეობს.
თუთია ჩართულია დნმ–ის და რნმ–ის სინთეზში, ძვლის ზრდის და უჯრედების განახლების პროცესში. იმუნური სისტემის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელი მუშაობისთვის.
საკვებიდან კალციუმის და ფოსფორის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინი D3-ის, მაგნიუმის და თუთიის არსებობა. ჩო-Q10 - ანტიოქსიდანტია, ასევე ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, კუნთების შეკუმშვის პროცესს და ასევე მონაწილეობს სხვადასხვა პროტეინების პროდუქციაში. რაც ძალძე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ორგანიზმის განვითარებისა და აქტივობისთვის.
ნატურალური შერეული კაროტინოიდები – ხელს უწყობს ჯანმრთელი კარდიოვასკულარული სისტემის შენარჩუნებას და ასევე ძლიერი ანტიოსიდანტია.სპილენძი – წარმოადგენს სხვადასხვა პროტეინების წარმოქმნისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებას. მათ შორის არის კოლაგენი, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ცილა. სპილენძი თუთიასთან და ვიტამინ ჩ-სთან ერთად მონაწილეობს ელასტინის ჩამოყალიბების პროცესში და ასევე ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოქმნას. სპილენძი მონაწილეობს ენერგიის გამომუშავების პროცესში და ჯანმრთელი ნერვული სისტემის შენარჩუნებაში.
ბიოტინი – საჭიროა ცხიმების და ენერგიის წარმოსაქმნელად. ხელს უწყობს დნმ–ის და რნმ–ის წარმოქმნას. ასევე ჯანსაღი თმის და კანის შენარჩუნებას.
შემადგენლობა თითო ტაბლეტში
— L-კარნიტინის ტარტრატი 50 მგ
—ტომატის ექსტრაქტი 20 მგ
— წარმოქმნის წმინდა ლიკოპენს 1 მგ
— კოენზიმ Q10 2 მგ
— ბუნებრივი შერეული კაროტინოიდები 2მგ
ვიტამინი A (1333 სე) 400 მკგ
ვიტამინი D ( D3 სახით 800 სე) 20 მკგ
ვიტამინი E (ბუნებრივი წყარო) 8 მგ α-თE
ვიტამინი C 80 მგ
თიამინი (ვიტამინიB1) 6 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 3 მგ
ნიაცინი (ვიტამინიB3) 18 მგ
ვიტამინი B6 8 მგ
ფოლის მჟავა 400 მკგ
ვიტამინი B12 15 მკგ
ბიოტინი 75 მკგ
პანთოტენის მჟვა 6 მგ
მაგნიუმი 94 მგ
რკინა 11 მგ
თუთია 15 მგ
სპილენძი 1000 მკგ
მანგანუმი 2 მგ
სელენიუმი 55 მკგ
ქრომი 50 მკგ
იოდი 130 მკგ
ომეგა-3 თევზის ქონი 540 მგ
უზრუნველყოფს:
EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) 180მგ
DHA (დეკოზაჰექსანის მჟავა) 120 მგ
ვიტამინი E 5.5 მგ ა-TE
არ შეიცავს:
ხელოვნურ საღებავებს, გლუტეინს, კონსერვანტებს, მარილსა და საფუარს
ჩვენებები:
*ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
*უმადობა.
** დიეტის დროს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ორგანიზმის უზრუნველსაყოფად.
*მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა. *რეკონვალესცენციის პერიოდი.
მიღების წესი
დღეში ერთი კაფსულა პოლივიტამინების კომპლექსს დამატებული 1 კაფსულა ომეგა3 საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ ერთი სავსე ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. ველთინის მიღება არ შეიძლება უზმოზე. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.