ქსეფომიელინი / Xefomyelin
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Walmakr a.s
- მწარმოებელი ქვეყანა: ჩეხეთი
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები, მასით 1000 მგ. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს ყუთში.
შემადგენლობა:
შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტი ცელულოზა მიკროკრისტალური, ურიდინმონოფოსფატი (ურიდინ-5’-მონოფოსფატი დინატრიუმის მარილი), შემავსებელი კალციუმის ორთოფოსფატი 2-ჩანაცვლებული, ციტიდინმონოფოსფატი (ციტიდინ-5’-მონოფოსფატი დინატრიუმის მარილი), ტაბლეტის გარსი (სტაბილიზატორი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტი მაგნიუმის ჰიდროკარბონატი, სტაბილიზატორი ჰიდროქსიპროპილცელულოზა, შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტი სტეარინის მჟავა, შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტი კალციუმის ორთოფოსფატი 2-ჩანაცვლებული, შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტი ცელულოზა მიკროკრისტალური), შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტი სტეარინის მჟავის მაგნიუმის მარილი, ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი), ვიტამინი B12 (ციანკობალამინი).
აქტიური კომპონენტი |
შემცველობა მოხმარების დღე-ღამის ნორმაში (1 ტაბლეტი, დაფარული გარსით, მასით 1000 მგ)
|
დღე-ღამის მოხმარების რეკომენდებული1 დონის ან მოხმარების ადეკვატური დონის %
|
ურიდინმონოფოსფატი (ურიდინ-5’-მონოფოსფატი დინატრიუმის მარილი)
|
300 მგ |
- |
ციტიდინმონოფოსფატი (ციტიდინ-5’-მონოფოსფატი დინატრიუმის მარილი)
|
100 მგ |
- |
ვიტამინი B12
|
2,4 მკგ |
2401* |
ვიტამინი B1
|
1,1 მგ |
791 |
*არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ ზღვარს
გამოყენების დარგი:
ურიდინმონოფოსფატისა და ციტიდინმონოფოსფატის შემცველი B12 ვიტამინის, B1 ვიტამინის დამატებითი წყაროს - საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით.
რეალიზაციის პირობები:
მოსახლეობისთვის. რეალიზაციის ადგილები განისაზღვრება ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს წევრი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობით.
გამოყენების რეკომენდაციები:
ზრდასრულებს 1 ტაბლეტი დღეში 1-ელ საკვების მიღების დროს. მიღების ხანგრძლივობა - 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი მიღება.
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ლაქტაცია.
შენახვის პირობები:
ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°С.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
არ წარმოადგენს მედიკამენტს.
პროდუქტმა გაიარა ნებაყოფლობითი სერტიფიკაცია.
საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი „ქსეფომიელინი“ (შემდგომში ქსეფომიელინი) შეიცავს მნიშვნელოვან კომპონენტებს (ნუკლეოტიდებს და ვიტამინებს), რომლებიც აუცილებელია ნერვული ბოჭკოების აღსადგენად და ნერვული სისტემის გასაძლიერებლად. ოპტიმალური შემადგენლობის წყალობით ქსეფომიელინის კომპონენტები ხელს უწყობენ ნერვული ბოჭკოების მუშაობის მოწესრიგებას, ზურგისა და კისრის კუნთებში, კიდურებში უსიამოვნო შეგრძნებების, დაძაბულობისა და დისკომფორტის შემცირებას, რაც ხელს უწყობს აქტიურობის და მოძრაობის მატებასა და კარგ გუნება-განწყობას.
მდგომარეობები, რომელთა დროს შეიძლება გამოიხატოს ნერვული ბოჭკოების დაზიანება:
ტრავმა ან ნერვის კომპრესია (მაგალითად, მალთაშუა დისკის თიაქარით)
ინფექციური ან ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებები (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი)
ცხოვრების უმოძრაო წესი
აღნიშნული მიზეზების შედეგად ნერვული უჯრედების მორჩები კარგავენ დაცვით მიელინურ გარსს, ზიანდებიან ან იღუპებიან. შედეგად ირღვევა კავშირები ნერვულ უჯრედებს შორის და ერთი ნერვული უჯრედიდან მეორე უჯრედისთვის სიგნალის გადაცემის პროცესი. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და დისკომფორტი ზურგის, კისრის და კიდურების კუნთებში.
დაზიანების შემდეგ ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებს გააჩნიათ აღდგენის უნარი, მათ შორის ასევე ნერვულ უჯრედებსაც. ეს რთული პროცესია, რომელიც საჭიროებს მრავალი ნივთიერების, მაგალითად, პირიმიდინული ნუკლეოტიდების - ურიდინისა და ციტიდინის ოპტიმალურ რაოდენობას, რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან კომპონენტებს ნერვული ბოჭკოების აღდგენის დასაჩქარებლად. აღნიშნული ნივთიერებები გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ზოგჯერ მათი რაოდენობა არასაკმარისია ნერვული უჯრედებისა და მათი მიელინური გარსის აღსადგენად. ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს მათი დამატებით მიღება.
ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ნივთიერებების სინთეზირება ადამიანის ორგანიზმის მიერ საერთოდ ვერ ხდება, და მათ აუცილებლად უნდა შეიცავდეს კვების რაციონი, საკმარისი რაოდენობით. ასეთ ნივთიერებებს განეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინები.
ქსეფომიელინი შეიცავს ნერვული ბოჭკოების ოპტიმალური მუშაობისა და განახლებისთვის საჭირო კომპონენტებს: ურიდინისა და ციტიდინის დიდ რაოდენობას, ვიტამინებს B1 და B12. ქსეფომიელინი უზრუნველყოფს ნერვულ ბოჭკოებში აღდგენითი პროცესებისათვის საჭირო ნივთიერებების მოწოდებას.
ქსეფომიელინი არ შეიცავს გლუტენს ან ლაქტოზას, აგრეთვე კონსერვანტებს ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებს. ქსეფომიელინი არ შეიცავს შაქარს (გლუკოზას), ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს.
რა ზემოქმედება აქვს ქსეფომიელინის კომპონენტებს
ურიდინი - აუცილებლია ნერვული ბოჭკოების დამცავი მიელინური გარსის კომპონენტების სინთეზისთვის, ხელს უწყობს მის აღდგენას. გარდა ამისა, ურიდინი საჭიროა თავის ტვინში ცილის სინთეზისთვის, ნერვული უჯრედების მემბრანების აღსადგენად, მათი მორჩების გასავითარებლად და უჯრედებს შორის კონტაქტების ფორმირებისთვის. გარდა ამისა, ურიდინი საჭიროა ყურადღებისა და მეხსიერების შესანარჩუნებლად.
ციტიდინი - ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი ინფორმაციის გადასაცემად უჯრედების დაყოფის დროს. ციტიდინს და ურიდინს ადამიანის ორგანიზმში შეუძლიათ ურთიერთგარდაიქმნან. ამიტომ მნიშვნელოვანია ორივე კომპონენტის - ციტიდინის და ურიდინის დამატებითი მიღება, რათა შენარჩუნებულ იქნას მათ შორის დინამიური წონასწორობა და უზრუნველყოფილ იქნას ორივე ნივთიერების საკმარისი რაოდენობა.
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკულ, ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, აგრეთვე ნერვულ უჯრედებში სიგნალის გატარების პროცესებში. ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის რეგენერაციის პროცესებს.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) აუცილებელია დნმ-ის სინთეზისა და ენერგიის წარმოებისთვის. ეხმარება ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვიტამინი B12 ხელს უწყობს ნერვული ბოჭკოების მიელინური გარსის შენახვას და მის აღდგენას ნერვების დაზიანებულ მონაკვეთებზე. აგრეთვე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ნივთიერებების, მაგალითად, გლუტამატის, ტოქსიკური ეფექტების შემცირებაში.
B ჯგუფის ვიტამინები არის მნიშვნელოვანი ელემენტები ორგანიზმში ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის. მათი არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლის მრავალი რეაქცია ორგანიზმში ნელდება. მათ შორის შეიძლება შენელდეს ნერვული ბოჭკოების აღდგენის პროცესები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიტამინების ოპტიმალურად მაღალ დონეზე შენარჩუნება.
მთლიანობაში ნერვული ბოჭკოების აღდგენა და ნერვულ უჯრედებს შორის კავშირების მოწესრიგება ხელს უწყობს ზურგისა და კისრის კუნთებში დაძაბულობისა და დისკომფორტის შემცირებას, მოძრაობის აქტიურობისა და ცხოვრების ტონუსის გაუმჯობესებას.