შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: TSP 0.2%, ჰიალურონისმჟავა 0.2%
დამხმარენივთიერებები:მანიტოლი, ნატრიუმისერთფუძიანიფოსფატი, მონოჰიდრატი, ნატრიუმისორფუძიანიფოსფატი, საინექციოწყალი
ქსილოიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი დაფუძნებული TSP –ზე. ასევე შეიცავს მაღალ მოლეკულურიწონის მქონე ჰიალურონის მჟავას, რომელიც მიიღება ბიოტექნოლოგიური სინთეზის გზით. ჰიალურონის მჟავას აქვს მუკომიმეტური თვისება -პოხავს თვალის ზედაპირს. არის ბლანტი მოლეკულა და ატენინაბეს თვალს. TSP მცენარის(Tamarindus Indica) თესლისაგან წარმოებული ბუნებრივი პოლისაქარიდია. TSP თვალის ზედაპირზე ქმნის დამცავ აპკს რაც ხელს უწყობს საცრემლე აპკის სითხისა და ელექტროლიტების ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენას. TSP-სა და ჰიალურონის მჟავას კომბინაცია სრულფასოვნად აღადგენს რქოვანასა და კონიუნქტივის ზედაპირს, ხსნის უცხო სხეულის შეგრძნებას, თვალის სიმშრალეს, წვას, გაღიზიანებას, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით: ქარი, მზე, მშრალი, კონდიცირებული ჰაერი, კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის დაყოვნება, მარილიანი წყალი, კვამლი, ჭარბი სინათლე.ასევე თვალზე ქირურგიული ჩარევა, კონიუნქტივიტი და კონტაქტური ლინზების ტარება.
რა არის ეს?
ქსილოიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი.ატენიანებს და პოხავს თვალს. ქსილოიალი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს,რომელთაც აქვთ აღმდგენი და დამცავი ფუნქციები: ჰიალურონის მჟვას აქვს მუკომიმეტური თვისება და პოხავს თვალის ზედაპირს, TSP-კი აღადგენს და ინარჩუნებს ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსს თვალის ზედაპირზე.
დამცავი პაკეტის გახსნის შემდეგ ამოიღეთ ერთი კონტეინერი და გახსენით თავსახურის შემობრუნებით და ამოწევით. კონტეინერზე მსუბუქი დაჭერით წამლის ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ თვალში. დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ რამოდენიმეჯერ საჭიროების მიხედვით.
პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტს. ლინზაზე დაწვეთება უსაფრთხოა.
• არ გამოიყენოთ ხსნარი თუ კონტეინერი დაზიანებულია
• არ გამოიყენოთ ხსნარი თუ გაქვთ ზემგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
• არ გამოიყენოთ ხსნარი კონტეინერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
• არ შეეხოთ თვალს კონტეინერის წვეტით
• იშვიათ შემთხვევაში ჩაწვეთების შემდეგ მხედველობა შესაძლოა არ იყოს მკაფიო ხსნარის სიბლანტის გამო, რაც რამოდენიმე წამში გაივლის
• სასურველია დაიცადოთ 10-15 წუთი სხვა პრეპარატის ჩაწვეთებამდე
• შეინახეთ ბავშვებისათვუს მიუწვდომელ ადგილას
• ნუ გადაყლაპავთ
• შეინახეთ არაუმეტეს 25oC-სა
შეინახეთ არაუმეტეს 25oC-სა
შეინახეთ ბავშვებისათვუს მიუწვდომელ ადგილას