Plasmon
ქსიმელინი ეკო / Xymelin Eco


სამკურნალო ფორმა: ცხვირის სპრეი დოზირებული

 

შემადგენლობა: 1 დოზა შეიცავს:

ქსიმელინი ეკო 140 მკგ/დოზა

აქტიური ნივთიერება:

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი – 140 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 280 მკგ

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 280 მკგ

დინატრიუმის ედეტატი – 70 მკგ

ნატრიუმის ქლორიდი – 1,02 მგ

გასუფთავებული წყალი – 139,0 მგ.

ქსიმელინი ეკო 35 მკგ/დოზა

აქტიური ნივთიერება:

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი – 35 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 140 მკგ

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 140 მკგ

დინატრიუმის ედეტატი – 35 მკგ

ნატრიუმის ქლორიდი – 518 მკგ

გასუფთავებული წყალი – 69,6 მგ

 

აღწერილობა

გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიკონგესტიური საშუალება – ვაზოკონსტრიქტორი (ალფა-ადრენომიმეტური).

კოდი ათქ: R01AA07.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტებს) ალფა-ადრენომიმეტური მოქმედებით, იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა შევიწროებას, რის შედეგადაც, ხსნის ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას და შეშუპებას. ამსუბუქებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.

ქსიმელინი ეკო არ შეიცავს კონსერვანტებს. 

თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება ორი წუთის შემდეგ და გრძელდება 12 საათის განმავლობაში.

IN ვიტრო კვლევებმა აჩვენეს, რომ ქსილომეტაზოლინი თრგუნავს ადამიანის რინოვირუსის ინფექციურ აქტივობას, რომელიც იწვევს ,,გაციებას”.

 

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, შრატში კონცენტრაციები იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა შეუძლებელია თანამედროვე ანალიზური მეთოდებით.

 

გამოყენების ჩვენება

მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდო), მწვავე ალერგიული რინიტის, პოლინოზის, სინუსიტის, ევსტაქიიტის, შუა ყურის ანთების სიმპტომებით (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). ავადმყოფის მომზადება ცხვირის სავალი გზების დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის.

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ჰიპერთირეოზი, ქირურგიული ჩარევა თავის ტვინის გარსებზე (ანამნეზში), ორსულობა, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი (ქსიმელინი ეკო 35 მკგ/დოზის პრეპარატისთვის); 10 წლამდე ბავშვთა ასაკი (ქსიმელინი ეკო 140 მკგ/დოზის პრეპარატისთვის).

პრეპარატი არ გამოიყენება მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით თერაპიის დროს, მათი მოხსნიდან 14 დღიანი პერიოდის ჩათვლით.

 

სიფრთხილით

შაქრიანი დიაბეტი, ფეოქრომოციტომა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ შორის გულის იშემიური დაავადება, III-IV ფუნქციური კლასის სტენოკარდია, პორფირია; ლაქტაციის პერიოდი; წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია; ათეროსკლეროზი; ადრენერგული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, რომელსაც თან ახლავს უძილობა, თავბრუსხვევა, არითმია, ტრემორი, მომატებული არტერიული წნევა.

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დედისთვის სარგებლისა და ბავშვისთვის რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასების შემდეგ, ექიმის მეთვალყურეობით. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

 

გამოყენების წესი და დოზები

ინტრანაზალურად.

პრეპარატი ქსიმელინი ეკო, 35 მკგ/დოზა, სპრეი 2-დან 10 წლამდე ბავშვებისათვის: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში; დღეში არაუმეტეს 3-ჯერ.

პრეპარატი გამოიყენება არაუმეტეს 5 დღე, მოზრდილების მეთვალყურეობით.

პრეპარატი ქსიმელინი ეკო, 140 მკგ/დოზა, სპრეი მოზრდილებისთვის და 10 წლიდან ბავშვებისათვის: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საჭიროებისას შესაძლებელია გამეორება); დღეში არაუმეტეს 3-ჯერ.

პრეპარატი გამოიყენება არაუმეტეს 10 დღე.

პრეპარატი ქსიმელინი ეკო 35 მკგ/დოზის ერთი შესხურება შეიცავს დაახლოებით 35 მკგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს; პრეპარატი ქსიმელინი ეკო 140 მკგ/დოზის ერთი შესხურება შეიცავს დაახლოებით 140 მკგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მოზრდილების მეთვალყურეობით.

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებით, გამოყენების წესით და დოზით.

შეყვანის დროს პრეპარატის ფლაკონის დაჭერა ხდება გამომფრქვევით ზევით.

 

გვერდითი მოქმედება

არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან

ხშირი: თავის ტკივილი.

იშვიათი: უძილობა, დეპრესია (მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას).

ძალიან იშვიათი: შფოთვა, დაღლა, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები (უპირატესად ბავშვებში).

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან

ძალიან იშვიათი: მხედველობითი აღქმის სიმკვეთრის დარღვევა.

დარღვევები გულის მხრიდან

იშვიათი: გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის მატება.

ძალიან იშვიათი: ტაქიკარდია, არითმია.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრიდან

ხშირი: ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და/ან გაღიზიანება, წვა, ჩხვლეტა, ცემინება, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეცია.

არახშირი: ცხვირის დაგუბება (რეაქტიული ჰიპერემია) (განსაკუთრებით ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას), სისხლდენა ცხვირიდან.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან

ხშირი: გულისრევა.

იშვიათი: ღებინება.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გართულებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ჭარბი დოზა

ქსილომეტაზოლინის ჭარბი დოზით ადგილობრივმა გამოყენებამ ან შემთხვევით შიგნით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი თავბრუსხვევა, გაძლიერებული და არათანაბარი პულსი, მომატებული ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მკვეთრი შემცირება, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბრადიკარდია, არტერიული წნევის მატება, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და კრუნჩხვები. არტერიული წნევის მატებასთან ერთად შესაძლებელია დაფიქსირდეს მისი მკვეთრი დაწევა.

შესაბამისი შემანარჩუნებელი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ჭარბ დოზაზე ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, ზოგჯერ ნაჩვენებია დაუყოვნებელი სიმპტომატური მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით.

გულის გაჩერებით მიმდინარე მძიმე მოწამვლის შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 1 საათი.

 

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ქსილომეტაზოლინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, მათი მოხსნიდან 14 დღიანი პერიოდის ჩათვლით.

ტრი- ან ტეტრაციკლურ ანტიდეპრესანტებთან და სიმპატომიმეტურ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქსილომეტაზოლინის სიმპატომიმეტური ეფექტის გაძლიერება, შესაბამისად, ასეთი კომბინაციის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

განსაკუთრებული მითითებები

დაუშვებელია გამოყენება 2 წლამდე ბავშვებში.

არ არის რეკომენდებული 10 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უწყვეტი გამოყენება.

არ უნდა მოხდე რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულ პირებში.

პრეპარატის ხანგრძლივმა (10 დღეზე მეტი) ან ჭარბი დოზით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის შეშუპება ან ჰიპერსეკრეცია, რომელიც გამოწვეულია უჯრედების მომატებული მგრძნობელობით (,,რიკოშეტის ეფექტი”).

 

გამოშვების ფორმა

ცხვირის სპრეი დოზირებული 35 მკგ/დოზა და 140 მკგ/დოზა.

პრეპარატის 10 მლ (125 დოზა ფლაკონში 35 მკგ/დოზა დოზირებისთვის; 60 დოზა ფლაკონში 140 მკგ/დოზა დოზირებისთვის) პლასტიკატის ფლაკონში, აღჭურვილი ტუმბოვანი დოზირებული მოწყობილობით და პოლიეთილენის დამცავი თავსახურით. 

1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

სად შევიძინოთ?