შემადგენლობა:
1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება- ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი - 100 მგ,
დამხმარე ნივთიერება-საინიექციო წყალი - 2 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
ინომექსი ახდენს ანტიჰიპოქსიურ, ანტისტრესულ, ნოოტროპულ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ანქსიოლიზურ მოქმედებას. პრეპარატი აძლიერებს ორგანიზმის რეზისტენტობას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ინტოქსიკაცია ალკოჰოლითა და ანტიფსიქოზური საშუალებებით-ნეიროლეპტიკებით).
ინომექსის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით. პრეპარატი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და თავის ტვინის სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ასტაბილურებს სისხლის უჯრედების (ერითროციტების და თრომბოციტების) მემბრანულ სტრუქტურას ჰემოლიზის დროს. გააჩნია ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას.
ანტისტრესული მოქმედება ვლინდება პოსტსტრესული ქცევის, სომატო-ვეგეტატიური დარღვევების ნორმალიზებაში; ძილ-ღვიძილის ციკლების, სწავლებისა და მეხსიერების დარღვეული პროცესების აღდგენაში; თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების დისტროფიული და მორფოლოგიური ცვლილებების დაქვეითებაში. ინომექსს გააჩნია გამოხატული ანტიტოქსიკური მოქმედება აბსტინენციური სინდრომის დროს. აღმოფხვრავს მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნევროლოგიურ და ნეიროტოქსიკურ გამოვლინებებს, აღადგენს ქცევის დარღვევებს, ვეგეტატიურ ფუნქციებს, ასევე ხსნის ეთანოლის ხანგრძლივი მიღებით და მისი შეწყვეტით გამოწვეულ კოგნიტურ დარღვევებს. ინომექსის გავლენით ძლიერდება ტრანკვილიზური, ნეიროლეფსიური, ანტიდეპრესიული, საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება, რაც იძლევა საშუალებას შემცირდეს მათი დოზები და შესაბამისად გვერდითი ეფექტები. ამცირებს ფერმენტულ ტოქსემიას და ენდოგენურ ინტოქსიკაციას მწვავე პანკრეატიტის დროს.
ფარმაკოკინეტიკა:
ინომექსი სწრაფად შეიწოვება კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბციის ნახევარპერიოდით (T1/2) 0,08-0, 1 სთ. ინომექსის 400-500 მგ დოზებით შეყვანისას Cmax პლაზმაში შეადგენს 3,5-4,0 მკგ/მლ და მიიღწევა 0,45-0,5 სთ განმავლობაში. სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. კუნთებში შეყვანის შემდეგ პრეპარატი განისაზღვრება სისხლის პლაზმაში 4 საათის განმავლობაში. ორგანიზმში პრეპარატის შეკავების დრო შეადგენს 0,7-1,3 საათს. სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით, ძირითადად გლუკურონოკონიუგირებული ფორმით და უმნიშვნელო რაოდენობით უცვლელი სახით.
ჩვენებები:
· თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები;
· დისცირკულარული ენცეფალოპათია;
· ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;
· ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტური დარღვევები;
· მშფოთვარე, ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;
· აბსტინენციური სინდრომის კუპირება ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით ალკოჰოლიზმის დროს;
· მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით;
· ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
· გულის მწვავე და ქრონიკული იშემიური დაავადება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
· ქვედა კიდურების ანგიოპათია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
· მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
გამოსაყენებელი თერაპიული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პაციენტის მგრძნობელობით პრეპარატის მიმართ.
საინიექციო ხსნარი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში (ნაკადით ან წვეთობრივად). საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატი უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.დოზებს არჩევენ ინდივიდუალურად, პათოლოგიისა და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. საწყისი დოზა 50-100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში დოზის თანდათანობითი ზრდით თერაპიული ეფექტის მიღებამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-800 მგ.
ინომექსი ნაკადით შეჰყავთ ნელა, 5-7 წუთის განმავლობაში; წვეთობრივად- სიჩქარით 40-60 წვეთი/წთ.
თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევებისას ინომექსი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში პირველ 2-4 დღეს ვენაში წვეთობრივად 200-300 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ - კუნთებში 100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.
დისცირკულარული ენცეფალოპათიის დროს დეკომპენსაციის ფაზაში ინომექსი ინიშნება ვენაში ნაკადით ან წვეთობრივად დოზით 100 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში, შემდეგ-კუნთებში 100 მგ დღე-ღამეში, მომდევნო 14 დღის განმავლობაში.
დისცირკულარული ენცეფალოპათიის პროფილაქტიკის კურსის ჩასატარებლად პრეპარატი ინიშნება კუნთებში დოზით 100მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 Dდღის განმავლობაში.
მსუბუქი კოგნიტური დარღვევების დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ინომექსი ინიშნება კუნთებში დოზით 100-300 მგ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში.
ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის დროს ინომექსი შეჰყავთ ვენაში წვეთობრივად დოზით 100-200 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში ან კუნთებში 2-3-ჯერ დღე-ღამეში 5-7 დღის განმავლობაში.
ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის დროს ინომექსი შეყავთ ვენაში დოზით 50-300 მგ დღე-ღამეში 7-14 დღის განმავლობაში
მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) ინომექსს ნიშნავენ პირველ დღე-ღამეს, როგორც ოპერაციის წინა, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე, პროცესის გავრცელებაზე, კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტებზე.
მწვავე შეშუპებული (ინტერსტიციალური) პანკრეატიტის დროს ინომექსს ნიშნავენ 100 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად ან კუნთებში.
ნეკროზული პანკრეატიტის მსუბუქი ფორმის დროს ინომექსს ნიშნავენ დოზით 100-200 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად ან კუნთებში
ნეკროზული პანკრეატიტის საშუალო სიმძიმის ფორმის დროს -200მგ 3-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად.
ნეკროზული პანკრეატიტის მძიმე ფორმის დროს - დოზით 800მგ პირველ დღე-ღამეს ორჯერადი შეყვანის რეჟიმში. შემდეგ - 300მგ 2-ჯერ დღე-ღამეში სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.
ნეკროზული პანკრეატიტის უკიდურესად მძიმე ფორმის დროს საწყისი დოზა შეადგენს 800მგ დღე-ღამეში პანკრეატული შოკის მდგრად კუპირებამდე, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ 300-400მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ვენაში წვეთობრივად სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.
თერაპიის კურსს ასრულებენ სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით, მხოლოდ მდგრადი კლინიკურ- ლაბორატორიული ეფექტის მიღწევის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.
უკუჩვენება:
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მწვავე დარღვევა; ბავშვთა ასაკი; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია ძილიანობის განვითარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ერთდროული გამოყენებისას ინომექსი აძლიერებს ბენზოდიაზეპინის წარმოებული ანქსიოლიზების, პარკინსონის საწინააღმდეგო (ლევოდოპა) და კრუნჩხვების საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი) საშუალებების მოქმედებას.
ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ მოქმედებას.
აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.