Nuk
ცინკოკაფსი / Zincocaps

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): zinc
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

სასურსათო დანამატი

თითოეული კაფსულა შეიცავს:

თუთიის პიკოლინატი..........15 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: კაფსულის შემადგენლობაში (ჰიდროქსილპროპილ მეთილ ცელულოზა და გელანის რეზინი (E418)); ცელულოზა (E460); მაგნიუმის მარილების ცხიმოვანი მჟავები (E470b).

 

თვისებები: თუთია სასიცოცხლო მნიშვნელობის ქიმიური ელემენტია, რომელსაც თავად ადამიანის ორგანიზმი ვერ აწარმოებს და მისი მიღება ხდება მხოლოდ საკვებიდან და  დანამატების სახით. თუთიის პიკოლინატი თუთიის (II) მარილისა და პიკოლინის მჟავას კომპლექსია და წარმოადგენს თუთიის ყველაზე მარტივად ასათვისებელ ფორმას. თუთია არის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ელემენტი ადამიანის ორგანიზმისთვის, რომელიც ჩართულია ორგანიზმში მიმდინარე არა ერთ ბიოლოგიურ პროცესში. მონაწილეობს ინსულინის სინთეზში და არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. მას აქვს ძლიერი  ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს და დნმ-ს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. უზრუნველყოფს იმ ფერმენტული სისტემების გააქტიურებას, რომლებიც ჩართული არიან უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესში. ასევე, ჩართულია ჰორმონების, მათ შორის ტესტოსტერონის სინთეზში. თუთია აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს  და ამცირებს ტკივილს მენსტრუაციის დროს.

თუთიის პიკოლინატი  ხელს უწყობს თმის ზრდასა და აღდგენას,  ასტიმულირებს კერატინის გამომუშავებას, კვებავს და მატებს თმას ჯანსაღ იერს. ასევე, მონაწილეობს კანის, ძვლისა და კუნთოვანი ქსოვილის განახლებაში, აძლიერებს მიოგენეზს. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, კანის მთლიანობის აღდგენას და ჰიდრატაციას.

თუთიის პიკოლინატს გააჩნია იმუნომოდულატორული ფუნქცია. აძლიერებს იმუნიტეტს და  ავადობისას ამცირებს გაციების სიმპტომებს, უზრუნველყოფს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

 

თუთიის ნაკლებობის სიმპტომებია:
დიარეა (ძირითადად ბავშვებში);
ხშირი ავადობა;
თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევადობა;
ენერგიის ნაკლებობა, დაღლილობა;
მადის დაქვეითება;
ზრდის შეფერხება ბავშვებსა და მოზარდებში;

 

თუთიის ბუნებრივი წყაროა საქონლის, ქათმისა და ღორის ხორცი, ლობიო, ხამანწკები, პური, მარცვლეული.

 

მიღების წესი:
ცინკოკაფსი მიიღება 11 წლის ასაკიდან მოზარდებსა და მოზრდილებში, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში.

 

გვერდითი მოვლენები:
შესაძლო გვერდითი მოვლენებია ღებინება, თავის ტკივილი, დიარეა.

 

უკუჩვენება:
შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა.

 

შენახვის წესი:
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25
°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

სად შევიძინოთ?