Nuk
ცინკონეტ C / Zinconet C


შემადგენლობა:
სიროფის 5 მლ. შეიცავს  თუთიის სულფატი 10 მგ.,  ვიტამინი C 50 მგ. 

 

ფარმაკოლოგიური დახასიათება:
თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ცინკი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის შემდეგი ეპიზოდები. თუთია ხელს უწყობს გონადოტროპინების გამოთავისუფლებას, სასქესო სისტემის ნორმალურ განვითარებას; ცინკის დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. ცინკი ძლიერი ანტიოქსიდანტია; აუცილებელია ღამის მხედველობის ჩამოყალიბებისთვის; მონაწილეობს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზში.  ვიტამინი C აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ვიტამინი C უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია; ამაგრებს იმუნურ სისტემას; თუთია და ვიტამინი C აჩქარებს შეხორცების პროცესებს ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში.                                           

ჩვენებები:
გახანგრძლივებული დიარეა
ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად (მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებით დაავადებები)
თუთია-დეფიციტური მდგომარეობა (აკროდერმატიტი)
ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით
სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების დაგვიანება პუბერტულ პერიოდში)
დაავადებისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.
დოზირება და მიღების წესი: ცინკონეტ C მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ.

 

დიარეა:
0-6 თვე: 5 მლ. დღეში (10 მგ. სუფთა თუთია);
6 თვე – 3 წელი: 10 მლ. დღეში (20 მგ. სუფთა თუთია);
3 – 12 წელი: 15 მლ. დღეში (30 მგ. სუფთა თუთია);
12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში (40 მგ. სუფთა თუთია);  დღიური დოზა იყოფა 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი არანაკლებ 14 დღის.

 

თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები:
ბავშვები 10 კგ.-ზე ნაკლები წონით: 10 მლ. დღეში (20 მგ. თუთია) – გაყოფილი 2 მიღებაზე;
ბავშვები 10-30კგ: 10 მლ. (20 მგ. თუთია)  – 1-3 ჯერ დღეში;
ბავშვები 30 კგ.-ზე ზევით და მოზრდილები: 20 მლ. (40 მგ. თუთია) - 1-2 ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი, დაავადებიდან გამომიდინარე.

 

ორსულობისა და ლაქტაციის დროს  ცინკონეტ C მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

 

წინააღმდეგჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა.

 

შენახვის წესი:
ინახება 25 °C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

გამოშვების ფორმა:
სიროფი 150 მლ. ფორთოხლის გემოთი, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.

 

სად შევიძინოთ?