Zinkokehl D4 _ ცინკოკელ D4
ამპულები
შემადგენლობა
2 მლ შეიცავს: Zincum gluconicum D4-ის 2 მლ ხსნარს HABის 5ა და მე-11 სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
ჩვენება
თუთიის ნაკლებობით გამოწვეული მდგომარეობები:
– მოტეხილობები, ძვლების ზრდის შეფერხება, ძვლების შეზრდის შეფერხება
– კოქსართროზი, ფსევდოართროზი, რევმატიული ტიპის დაავადებები, ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი
– კანის დაავადებები, როგორიცაა ეგზემა, აკნე; ჭრილობების შეხორცების შეფერხება; დამწვრობები
– ვეგეტატიური დისფუნქციები
– დისბიოზი და, როგორც მისი შედეგი- ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი
– შაქრიანი დიაბეტი
– ვენების დაავადებები, როგორიცაა – თრომბოზი და წვივის წყლულები
თვისებები
თუთია ჩვენი სხეულის მინერალურ ბალანსში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუთიის პერსისტიული ნაკლებობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ისეთი მძიმე დარღვევები და დაავადებები, როგორიცაა ზრდაში მკვეთრად ჩამორჩენა, ზოგადი განუვითარებლობა, თირკმლების და კანის დაზიანებები. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები – როგორც თუთიის ნაკლოებობის შედეგი, პრეპარატ Zinkokehl-ით მკურნალობას კარგად ექვემდებარება. თუთიის ნაკლებობა შესაძლოა განვითარდეს ცალმხრივი ან არაბალანსირებული კვების შედეგად. ნაწლავთა ობლიგატური ანაერობული ფლორის დარღვევები, ე.ი. Bakteroides და Bifidus-ის არარსებობა (როგორც პირველადი, ასევე მეორადი ნაწლავთა დარღვევების 80%-ის მიზეზი), ასევე წარმოადგენს თუთიის გამოხატული ნაკლებობის მიზეზს. Sanum-Kehlbeck-ის Zinkokehl-ი პირველი თუთიის პრეპარატია, რომელიც ჰომეოპათიურად პოტენცირებულ თუთიის გლუკონატს შეიცავს. ამიტომ Zinkokehl-ი შესანიშნავ შედეგებს იძლევა პროფილაქტიკური მიზნით გამოყენების დროსაც.
მიღების წესი და დოზირება
1-2 მლ მოცულობის ინექცია ყოველდღიურად, კანქვეშ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება და ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენება არ არის. ბავშვებში დოზის შერჩვეა ხდება ასაკის შესაბამისად.
გამოშვების ფორმები
2 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში