ჟურავიტ ჯუნიორ პლუსი / Zuravit Junior plus
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Herbapol Lublin
- მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
- გამოშვების ფორმა: 100 მლ სიროფი
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
Vaccinium Macrocarpon (25:1) + Urtica dioica (20:1)
სიროფი ტყის კენკრის გემოთი
მიიღება დღეში მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი
1 ჩაის კოვზი (5მლ) სიროფი შეიცავს:
220 მგ მსხვილ ნაყოფიანი შტოშის კონცენტრირებულ ექსტრაქტს (25:1), რაც შეესაბამება 5500მგ შტოშის ნაყოფს და 80მგ ჭინჭრის ფოთლების ექსტრაქტს (20:1), რაც შეესაბამება 1600მგ ჭინჭრის ფოთლებს.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი ჟურავიტი® ჯუნოორ პლუსი მსხვილნაყოფიანი შტოშის ექსტრაქტის გარდა (25:1) ასევე შეიცავს ჭინჭრის ფოთლების ექსტრაქტს (20:1), რაც ხელს უწყობს შარდის გამოყოფას და საშარდე გზებისა და თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე შეიცავს ვიტამინებს: B6და B12, რაც აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
მოსახერხებელი წამლის ფორმა სიროფის სახით და ტყის კენკრის სასიამოვნო გემოთი განაპორობებს იმას, რომ ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის ჟურავიტი® ჯუნიორი პლუსის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებში.
მიღების წესი:
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 5 მლ სიროფი დღეში ერთჯერ.
უფროსები: 5 მლ სიროფი დღეში 1-2 ჯერ.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.
ინგრედიენტები: საქაროზა, წყალი, მსხვილნაყოფიანი შტოშის ექსტრაქტი (25:1), ჭინჭრის ფოთლების ექსტრაქტი (20:1), არომატიზატორი, კონსერვანტი - ნატრიუმის ბენზოატი, ვიტამინიB6(პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), ვიტამინიB12 (ციანოკობალამინი).
შემადგენლობა | 100მლ | პროდუქტის დღიური პორცია (5მლ) | პროდუქტის დღიური პორცია (10მლ) |
რაოდენობა (რეკომენდებული დღიური მოთხოვნილების %) | რაოდენობა (რეკომენდებული დღიური მოთხოვნილების %) | ||
მსხვილნაყოფიანი შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი (25:1) | 4,4გრ
| 0,22გრ | 0,44 გრ |
ჭინჭრის ფოთლების ექსტრაქტი (20:1) | 1,6 გრ | 0,08 გრ | |
ვიტამინი B6 | 7 გრ | 0,35 მგ(25%) | 0,7 მგ(50%) |
ვიტამინი B12 | 12,5მკგ | 0,63 მკგ(25%) | 1,25 მ (50%) |
არ შეიძლება პროდუქტის გამოყენება, თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება როგორც კვების ერთადერთი წყარო.
ბალანსირებული მრავალფეროვანი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი წარმოადგენს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების საფუძველს.
მოქმედების დადებითი ეფექტი, აღწერის მიხედვით, აღინიშნება მხოლოდ 5 მლ სიროფის ყოველდღიურად მიღების შემთხვევაში.
შეფუთვა შეიცავს დოზირების საზომ კოვზს.
შენახვის წესი
ინახება დახურულ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.
ინახება დახურულ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.
ნეტო შემადგენლობა: 100მლ