თარიღი: 28 ნოემბერი, 2023
თმის ცვენის პრობლემა სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები, გარემოს დამაზიანებელი ზეგავლენა, არასრულფასოვანი კვება, გადატანილი დაავადებები, თმის ღებვა და მისი მოვლის რუტინული პროცედურები და სხვა.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი წარმოადგენს თმის ცვენის საკმაოდ ხშირ მიზეზს. ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები ზემოქმედებას ახდენს თმის ღერზე. ის შეიძლება გახდეს თხელი და მტვრევადი.
თმის ღერს გააჩნია ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლი. ყოველი ინდივიდუალური თმის ღერი იზრდება და შემდეგ ისვენებს (ცვივა) 2-3 თვის განმავლობაში, სანამ იგივე ფოლიკულში ახალი თმის ღერი დაიწყებს ზრდა-განვითარებას. ორსულობის პერიოდში ეს სასიცოცხლო ციკლი იცვლება. ბევრი ქალი უჩივის თმის სტრუქტურის ცვლილებას, ღერის გათხელებას ორსულობის დაახლოებით მე-15 კვირიდან. ამის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ჰორმონ ესტროგენის ზეგავლენით თმის სასიცოცხლო ციკლი ხანგრძლივდება და თმის ღერი დიდხანს რჩება ზრდის ფაზაში. შესაბამისად იგი სუსტდება და თხელდება.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ორსულობის პერიოდში ირღვევა ჰორმონული ბალანსი და თმის ცვენა ძლიერდება. აღნიშნული დისბალანსი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.
რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ თმის ცვენას, იგი განპირობებულია ესტროგენის დონის დაცემით. იგი გრძელდება მანამ, სანამ ესტროგენის დონე ნორმას დაუბრუნდება.
ფრანგული კომპანია არკოფარმა გვთავაზობს ფორკაპილის კაფსულებს, რომლის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ფორკაპილის კაფსულების სრულყოფილი ფორმულა შეიცავს იმ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც აუცილებელია თმის სასიცოცხლო ციკლის აღსადგენად, ჯანსაღი თმის ზრდისთვის. ფორკაპილის კაფსულებში შედის ასევე ორი ამინომჟავა - ცისტეინი და მეთიონინი, რომლებიც უშუალოდ კერატინის სინთეზში იღებენ მონაწილეობას.
არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34
საიტზე https://arkopharma.ge/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 599 09 09 09