თარიღი: 23 მარტი, 2021
ცნობილია, რომ ნებისმიერ ვაქცინასა თუ მედიკამენტს გვერდითი მოვლენა ახასიათებს , რომელიც შეიძლება ალერგიის სახით გამოიხატოს.
როგორ შეიძლება გამოვლინდეს ალერგია?
•სუნთქვის გართულებით
•არტერიული წნევის დაწევით
•კანზე გამონაყარით ან ქავილით
•ენის, სახის შეშუპებით
•ანაფილაქსიური შოკით, რომლიც WHO-მონაცემების მიხედვით, უიშვითეს შემთხვევებში ვლინდება;
ვაქცინაცია არაა დაშვებული თუ:
•ალერგიული ხარ ვაქცინის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე ნივთიერებაზე (ასტრაზენეკას შემადგენლობა გადაამოწმე ვაქცინაციის ექიმთან)
•სხვა ვაქცინაზე ოდესმე გქონია მწვავე ალერგიული რეაქცია
•გაქვს რაიმე მწვავე ინფექცია და ტემპერატურა 38-ზე მაღალი
•გაქვს სისხლდენის ან სისხლჩაქცევების პრობლემა ან იღებ სისხლის გასათხელებელს (ანტიკოაგულანტს);
•დაქვეითებული გაქვს იმუნური სისტემა ან იღებ შესაბამის მედიკამენტებს (მაგალითად, მაღალი დოზების კორტიკოსტეროიდები, იმუნოდეპრესანტები ან სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები).
სხვა დეტალურ მონაცემებს ექიმი ამოწმებს ვაქცინაციამდე;
გაითვალსიწინე, რომ საქართველოში ვაქცინაციის ექიმებმა გაიარეს შესაბამისი გადამზადება,კლინიკები კი აღჭურვილია, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებისთვის;