აღწერა
აღწერა: მზის UVA და UVB სხივებისგან დამცავი მაღალეფექტური საშუალება არამელანომური კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის განვითარების რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის.
მოცულობა: 80გრ
დანიშნულება: მზის UVA და UVB სხივებისგან დამცავი საშუალებები
აქტინიკას ლოსიონი არის დერმატოლოგთა მიერ სპეციალურად შემუშავებული მზისგან დამცავი საშუალება არამელანომური კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის პრევენციისთვის , რისკის ჯგუფში მყოფი პირებისთვის -
აქტინური კერატოზი
ორგანოთა ტრანსპლანტირებული რეციპიენტები
იმუნოსუპრესორული თერაპიის საჭიროების მქონე პაციენტები
ხშირი ინსოლაციის შემთხვევები ( ღია ცის ქვეშ სამუშაო, სოლარიუმი)
აქტინიკას ლოსიონი ეფექტურია აქტინური კერატოზის და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის პროფილაქტიკისთვის, იცავს კანს როგორც UVB, ასევე UVA სხივებისგან.
შეიცავს ფოტოსტაბილურ ფართო სპექტრის ფილტრებს და არის წყლის მიმართ მდგრადი.
აქტინიკას ლოსიონი არის სამედიცინო დანიშნულების მზისგან დამცავი საშუალება,რომელის ეფქტურობა და უსაფრთხოება კლინიკურად დადასტურებულია 2 წლიან კვლევაში ორგანოთა ტრანსპლანტირებულ პირებზე .
გამოყენება: დაიტანეთ აქტინიკას ლოსიონი უხვად, ყოველ დილით, სხეულის ღია ნაწილებზე, სხვა კოსმეტიკური საშუალების გამოყენებამდე 10 -15 წუთით ადრე .
პროდუქტის ნაკლები რაოდენობით წასმა ამცირებს დაცვის დონეს.
ლოსიონს აქვს დამატენიანებელი თვისებები, არ შეიცავს ემულგატორებს და პარფუმს.
მოერიდეთ ლოსიონის თვალთან კონტაქტს, ლოსიონის დატანის შემდეგ კანის წვის ან გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი გამოყენება.
შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის ფერის შეცვლა.
მწარმოებელი GALDERMA INTERNATIONAL