Plasmon
იდეალური გამწმენდი / Clearasil Ultra
  • აღწერა: გამწმენდი კრემ–გელი ორი ერთში
  • მოცულობა: 200 მლ
  • დანიშნულება: დასაბანი საშუალებები; სახის კანის გამწმენდი საშუალებები

აღწერა

ახალი უნიკალური ფორმულა სალიცინის მჟავით ეფექტურად უმკლავდება აკნეს წარმოქმნას, ანიჭებს კანს იდეალურ სისუფთავეს. მსუბუქი კრემ–გელის უნიკალური სტრუქტურა არ აშრობს კანს. შესაძლებელია მისი გამოყენება ნიღბის სახით. აქვს მყისიერი ეფექტი. ღრმად წმენდს ფორებს და იცავს კანს ჭუჭყისაგან. სასურველი შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია დილა-საღამოს გამოყენება.

შემადგენლობა

წყალი, ნატრიუმის კოკოილ იზესიონეიტი, ლაურეს 3, გლიცერინი, ქოქოსის მჟავა, სალიცილის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი,პარფიუმერული კომპოზიცია ,ლავანდას ექსტრაქტი, ჰელირუსამ იტალიკუმის ექსტრაქტი, ცისტუს მოსპენიელსის ექსტრაქტი, დისოდიუმ ედტა, პეგ–40, მეთილპარაბინი, ბუტილპარაბინი, ეთილპარაბინი, იზოლბუტილპარაბინი, პროპილპარაბინი. ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ.

გამოყენების წესი

წაისვით წრიული მოძრაობით სველ სახეზე, მოერიდეთ თვალის გარშემო მის წასმას, საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი: გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში 2–3 ჯერ, წაისვით სველ სახეზე და გაიჩერეთ 1 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გაფრთხილება

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თვალში ან ცხვირში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ წყლით. კანის გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი გამოყენება. მოარიდეთ მზის სხივებს.